FM97.5 / LIVE

აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2018
კურორტ აბასთუმანში ადგილობრივები და დამსვენებლები კვირაზე მეტია რაც წყალს ვერც დასალევად და ვერც სარეცხისთვის იყენებენ.

აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის

აბასთუმანში ადგილობრივების თქმით, მეორე კვირაა დაბინძურებული წყალი მოდის.

„როგორც კი იწვიმებს უფრო მეტი ტალახი მოყვება. თითქმის ყოველ გაზაფხულზე ამ დღეში ვართ. წყალს სარეცხის გასარეცხადაც კი ვეღარ ვიყენებთ“, – ამბობს აბასთუმანში მცხოვრები ლილი ზაზაშვილი.

დაბინძურებული წყლის გამო ჩივიან დამსვენებლებიც: „ხუთი დღეა თბილისიდან ჩამოვედი, ბავშვი ჩამოვიყვანე დასასვენებლად, მაგრამ წყალი ისეთი დაბინძურებულია ვერც ვსვამთ და ვერც ვერაფერს ვრეცხავ“, – გვითხრა დალი ბოლქვაძემ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ აბასთუმნის სათავე ნაგებობა ყოველწელს იწმინდება.

„აბასთუმანში ამ პრობლემის შესახებ არ ვიცოდით, აქამდე ჩვენთან შეტყობინება არ შემოსულა. ვნახავთ სათავე ნაგებობა რა მდგომარეობაშია“, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წაყალმომარაგების კომპანიის ადიგენის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ბორის სირბილაძე.

ადიგენის მერიაში კი აცხადებენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ცხადდება და მიმდინარე წელს კურორტი ახალი სისტემით დაიქსელება, ასევე, მოეწყობა სათავე ნაგებობაც.

„მთლიანად შეიცვლება ყველაფერი, ყველა ადგილობრივს ექნება წყალი და აღარც დაბინძურების პრობლემა იქნება“, – ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის საპროექტო სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეასრულა, მუნიციპალური განვითარების ფონდი კი ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზე გამოაცხადებს.

აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე  დაბინძურებული წყალი მოდის
ხუთი დღეა  ახალციხეში დაბინძურებული წყალი მოდის
სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება
მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება