სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

მთავარისიახლე, საზოგადოება, რეკლამა 30.05.2018
სოფელი უდე ადიგენის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სოფელია, რომლის მოსახლეობაც 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით 2700 კაცია. უდე ახალციხიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული და ხშირ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა სწორედ ახალციხეშია დასაქმებული.

უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს –   BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

უდე 33 სოფლიდან ერთ-ერთია, რომელიც პროგრამაში - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) მოხვდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP–სა და მისი პარტნიორების მიერ. CDI 2003 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

პროგრამა სამიზნე სოფლებში ხელს უწყობს მოსახლეობას მცირე ბიზნესის, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში, სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და სათემო ორგანიზაციების შექმნა-გაძლიერებაში. პროგრამის ფარგლებში ხდება საუკეთესო პროექტების შერჩევა და თანადაფინანსება. აღნიშნულ პროექტებს სამცხე–ჯავახეთში 2012 წლიდან „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.

სტეფანე ბალახაშვილს ჯერ კიდევ „ადგილობრივი განვითარების ინციატივა“ CDI -ის პროექტის დაწყებამდე ჰქონდა სახლის გვერდით, გარაჟში, პატარა სახელოსნო, რომელსაც მეზობლის მანქანა დაეჯახა და რომლის აღდგენის იმედიც, მას თითქმის აღარ ჰქონა, როდესაც თანასოფლელისგან პროექტის შესახებ გაიგო. სტეფანემ დეტალები დაწვრილებით გამოჰკითხა და შედეგად სტეფანეს რკინის საამქრო დღეს უკვე CDI-ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.

საამქრო ახლა უკვე ყველა სტანდარტის დაცვით არის აღჭურვილი და არა მარტო უდეს, არამედ გარშემო სოფლებსაც ემსახურება. მასთან ხშირად ახალციხიდანაც ჩამოდიან სხვადასხვა მომსახურების მისაღებად. აღნიშნავს, რომ ხარისხი მაღალი აქვს, ფასები კი ქალაქთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი.

20 წლიდან მოყოლებული იგი ახალციხეში სხვადასხვა პროფილაქტიკებში მუშაობდა და ცდილობდა, სხვადასხვა ინსტრუმენტები საკუთარი ხარჯებით შეეძინა, რადგან სჯეროდა, რომ ოდესმე საკუთარ სახელოსნოსაც გახსნიდა.

„პროფილაქტიკაში რომ ვმუშაობდი სულ მაინტერესებდა, რა იყო სიახლე. რა ხელსაწყოც მომეწონებოდა ვცდილობდი მესწავლა იმაზე მუშაობა, მომეგროვებინა ფული და მეყიდა, რადგან სულ მქონდა სურვილი, საკუთარი ბიზნესი მქონოდა. მამაჩემიც და პაპაჩემიც ამ სფეროში მუშაობდნენ და ალბათ, მემკვიდრეობითია ეს საქმეც და ეს სურვილიც, რომლის განხორციელებაშიც მე ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დამეხმარა“
დიდი შეკვეთების შემთხვევაში სტეფანე თანასოფლელებსაც ხშირად ასაქმებს. აღნიშნავს, რომ ახლა, როცა უკვე სხვადასხვა თანამედროვე ინსტრუმენტები შეიძინა შეკვეთების რაოდენობაც გაიზარდა:

უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს –   BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]„შემომთავაზეს ახალი პროექტი, კორპუსი შენდება ახალციხეში, ძველ ბაზართან და კარებების, მოაჯირების და სხვადასხვა რაღაცეების გაკეთებაზე შემითანხმდნენ. მეზობლებსაც დავასაქმებ, ვასწავლე რაღაცეები მათაც დავეხმარები და ჩემს თავსაც. საკმაოდ დიდი პროექტია და იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრი იქნება მსგავსი, ერთხელ რომ ასეთ შეკვეთას აიღებ მერე სხვებიც იგებენ შენს შესახებ„

სანამ შესაბამის ინსტრუმენტებს შეიძენდა, სტეფანე აღნიშნავს, რომ ქონდა პერიოდები, როდესაც სულ გაჩერებული იყო, ვერ იღებდა შეკვეთებს. ხალხი მაინც ქალაქის პროფილაქტკებში მიდიოდა, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე უწყვეტი შეკვეთები აქვს და შემოსავლიდან მიღებული თანხის ნაწილს ბავშვებისთვის განათლების მისაღებად აგროვებს, ხოლო ნაწილს კი - ბიზნესის გასაფართოვებლად, რადგან უნდა სამჭედლო აპარატურა სულ სხვა თანამედროვე დანადგარებით მოაწყოს, ქალაქშიც რომ არ აქვთ ისეთით - „მოთხოვნა დიდია და დარწმუნებული ვარ, შეკვეთებიც გაორმაგდება“ - აღნიშნავს სტეფანე.

უდეს რკინის საამქროს უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ ერთდროულად არაერთი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი იქნება ეს - მანქანის შეკეთება, თუნუქის დამუშავება თუ სხვადასხვა მჭედლური სამუშაო.

სტეფანე მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისი ნამუშევარი ხარისხიანთან ერთად ორიგინალურიც იყოს:

უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს –   BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]„ფიგურებით მუშაობა არ უყვართ, აკეთებენ ყველაფერს ძალიან მარტივს. ანუ ავიღოთ მაგალითად კარი, არაფერს არ უკეთებენ, არის უდეტალოდ. მე მიყვარს დეტალების დამატება, გალამაზება, მინდა გამორჩეული იყოს.“

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ CDI -ის პროექტის ფარგლებში აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რითაც სტეფანეს საამქროსა და პროფილაქტიკას კიდევ ერთხელ გამოარჩევს სოფლად სხვა მსგავსი ტიპის მომსახურეობებისგან.

რეგიონული განვითარების ასოციაციის მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი - გია ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ სტეფანესთან ყველა ნორმები ზედმიწევნითაა დაცული, რაც მის საქმიანობას უსაფრთხოს ხდის:

„როცა უკვე პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა და დანადგარების შეძენა, როდესაც მონიტორინგზე ვიმყოფებოდით ჩვენ ჩვენი რჩევები შევთავაზეთ, უსაფრთხო რომ იყოს ელექტრო გაყვანილობა, სახურავი, დანადგარებთან მუშაობა, უნდა იყოს ისე, რომ BP-ის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. აქედან გამომდინარე, ყველა სტანდარტი დაცულია, სახანძრო უსაფრთხოების სტენდი, იგივე, ელექტრო გაყვანილობა თავისი ფარით და ყველაფრით, დამიწებით. სტეფანეს აქვს ხელთათმანები, ჩაფხუტი, სათვალე, ნიღაბი და ერთ-ერთი შემოწმების დროს აღნიშნა კიდეც, რომ ვერც კი წარმოუდგენია, რომ ადრე მათ გარეშე მუშაობდა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სოფლად მსგავსი სტანდარტები დაცული არ არის, რაც ნამდვილად სარისკოა.“

რეგიონული განვითარების ასოციაცია


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები
”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)