FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]

მთავარისიახლე, სამართალი 30.05.2018
კომერციულ მოსყიდვაში ბრალდებული ახალქალაქის ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის საქმის მასალებიდან ერთ–ერთი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება, რომელზე დაყრდნობითაც ოჯახის წევრები და ბაზრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან.

ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]

ახალქალაქში, მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორის და მასთან ერთად, ამავე ბაზრის კონტროლიორის გათავიუსლფებას ითხოვენ. დაკავებულების ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ორივე მათგანი უდანაშაულოა, ამას კი საქმის მასალებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადაღებული ვიდეო–კადრები ამტკიცებს. ჩანაწერს ბაზრის დირექტორის ძმა, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი, აშოტ საჰარიანი ავრცელებს.

ბაზრის ორივე თანამშრომელი ჯგუფურად კომრციული მოსყიდვის ფაქტზეა დაკავებული. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ საწყობი 1 000 ლარად პირადი გამორჩენის მიზნით გააქირავეს და მოიჯარესთან ხელშეკრულება არ გააფორმეს.

„ამ ვიდეოში ჩანს როგორ ეუბნება ბაზრის კონტროლიორი ფინანსურის თანამშრომელს ჩეკი აიღეო, მაგრამ ის არ იღებს და მიდის, მერე კი იჭერენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში არარატ საჰარიანის ძმა, აშოტ საჰარიანი.



ბრალდებულების ოჯახის წევრებთან ერთად დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ ახალქალაქის ბაზრის თანამშრომლებიც. მათ ამ მოთხოვნით, ახალქალაქში ჯერ აქცია გამართეს, შემდეგ კი ადგილობრივი თივთმმართველობის წარმომადგენლებს და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდნენ.

„საქმზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველაფერს შესაბამისი უწყებები დაადგენენ. მე სხვას ვერაფერს ვიტყი“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

მომხდართან დაკავშირებით, მოუცლელობის გამო კომენტარს არ აკეთებს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი: „არ მცალია, ვერ დაგელაპარაკებით“.

ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორი არარატ საჰარიანი აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წელს დაინიშნა. იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 21 მაისს დააკავეს. ოთხი დღით ადრე კი 16 მაისს კონტროლიორი აიყვანეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული და ბრალს არცერთი არ აღიარებს.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.12.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა

16.12.2018 შსს: ინაუგურაციის გამო, კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

15.12.2018 ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ

15.12.2018 'ტაო' ჩემპიონატის ლიდერ 'იუნკერებთან' დამარცხდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ბორჯომში აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა
ახალციხის აგრარული ბაზრის დირექტორად ნოდარ გოროხოვი დაინიშნა