FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქოში სიების გადამოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ

მთავარიპოლიტიკა 21.06.2013
საჭიროა თუ არა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ახალციხის ოლქში სიების გადამოწმება კარდაკარ შემოვლით და რამდენად დიდი იყო ცდომილება საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში

ახალციხის საოლქოში სიების გადამოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ
ფოტო:2013 წ. საპარლამენტო არჩევნები, ახალციხის ერთ-ერთი უბანი

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კარდაკარ სიების გადამოწმების აუცილებლობა არ დგას, რადგან გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მხოლოდ მცირე უზუსტობები დაფიქსირდა.

„მაშინ სიის უზუსტობებთან დაკავშირებით არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას პრეტენზია არ ჰქონია“, - ამბობს #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

37,000 ამომრჩევლიდან უზუსტობები გარდაცვლილებს, ასევე უცხოეთსა და საპატიმროებში მყოფებს ეხებოდათ.

გავაშელის თქმით, როგორც არჩევნების დღეს გამოვლინდა, სიებში მაქსიმუმ 60 გარდაცვლილი და თან ისეთები აღმოჩდნენ, რომლებიც გასული წლის პირველ ივლისამდე გარდაიცვალნენ: „აგვისტოში მათი ნაწილი სიიდან ამოვიღეთ კიდეც“.

რაც შეეხება უცხოეთსა და ციხეში მყოფებთან დაკავშირებულ უზუსტობებს, გავაშელის განცხადებით ასეთი მაქსიმუმ 50 კაცი აღმოჩნდა: „როგორც შემდეგ გაირკვა, თავიდანვე იქნა შეცდომა დაშვებული, ანუ ერთიანი სიის გადამოწმებისას არასწორად ჰქონდათ მიწერილი: იმყოფება უცხოეთში, იმყოფება ციხეში. სინამდვილეში კი არც ქვეყნის საზღვრები ჰქონდათ დატოვებული და არც პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი“.

გავაშელი ფიქრობს, რომ ამ უზუსტობებს გამოსწორება ადგილობრივი თვითმმართველობებისა და იუსტიციის სამინისტროს დახმარებითაა შესაძლებელი.

გავაშელის თქმით, ახალი სიები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საოლქოს ჯერ არ მიუღია: „ახალ უბნების დაზუსტების პროცესში ვართ“.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივნისს,ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იგეგმება ამომრჩეველთა სიის გადამოწმება.

"თუ ამომრჩეველთა სიები ნაკლოვანია, რატომ არ ხდება მათი გადამოწმება და ხარვეზების თუნდაც ნაწილობრივი გამოსწორება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ხოლო თუ ამომრჩეველთა სიები სერიოზულ ხარვეზებს არ შეიცავს - გამოდის, რომ ფართოდ ტირაჟირებული გამონათქვამები ათასობით ყალბი პირადობის მოწმობებისა და სიებში მილიონი ზედმეტი ამომრჩევლის შესახებ მხოლოდ პოლიტიკური მითი იყო და მისი ავტორების მიზანს საზოგადოების დეზინფორმირება და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა", - განაცხადა გუშინ ხარატიშვილმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს
ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
ახალციხის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნების მდებარეობა იცვლება