FM97.5 / LIVE

თურქეთში ახალქალაქიდან მოპარული 19 სული საქონელი ნახეს

მთავარისიახლე, სამართალი 29.05.2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მოპარული 65 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან 19 თურქეთის ტერიტორიაზე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა იპოვეს.

თურქეთში ახალქალაქიდან მოპარული 19 სული საქონელი ნახეს

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ახალქალაქში საქონლის მოპარვის შესახებ პოლიციამ შეიტყო, მათ თურქეთის ძალოვან უწყებებთან კომუნიკაცია დაამყარეს: „თურქეთის პოლიციამ 19 სული საქონელი თურქეთის ტერიტორიაზე ნახა, თუმცა, ჯერ პირუტყვი გადმოყვანილი არაა. გამოძიება ისევ გრძელდება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულების ჩვენებების საფუძველზე, საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მოპარული 65 სული საქონელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, თურქეთის საზღვართან მდებარე საძოვრებიდან მწყემსებს საქონელი მოპარეს. ისინი ამბობენ, რომ მათთან სამი–ოთხი შეიარაღებული პირი მივიდა, მწყემსებს ხელ–ფეხი შეუკრეს და ამის შემდეგ საქონელი წაიყვანეს. მათი თქმით, ყაჩაღები თურქულად საუბრობდნენ.

მომხდარის შემდეგ, 28 მაისს საზღვარზე კონტროლის გაძლიერების მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს.

სოფელ სულდასთან მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

იური უნანიანი:’საქონლის კვალი პირდაპირ თურქეთისკენ მიდის, საზღვარი უნდა გამაგრდეს’
ახალქალაქში, სოფელ სულდასთან ადგილობრივები აქციას მართავენ
ასპინძაში შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს
ნინოწმინდაში ადგილობრივს 16 სული ძროხა მოპარეს
თურქეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
თურქეთის მოქალაქეებს საზღვარზე პირუტყვი უკანონოდ გადაჰყავდათ
კარწახის საბაჟოზე საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს