FM97.5 / LIVE

ცხრა შვილიანი ოსტატის შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა 29.05.2018
სოფელი ნაოხრები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე კიდევ ერთი სოფელია. ნაოხრებში არის მურა ნახშირის საბადო და საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი მრეწველობა საკმაოდ განვითარებული იყო, მოსახელობის უმეტესობისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროს სწორედ მრეწველობა წარმოადგენდა.

 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არახელსაყრელი ეკონომიკური პირობების გამო საბადოს დამუშავება შეჩერდა. გარდა იმისა, რომ სოფელში უხვად მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული, ნაოხრების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის წარმოებას და მოსახლეობაც თანდათან გადაერთო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე.

არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და მომსახურება შედარებით ნელი ტემპებით ვითარდებოდა და მოსახლეობას მსგავსი სერვისების მისაღებად მიმდებარე სოფლებში ან ქალაქში უწევდა წასვლა.

პეტროს მარქარიანი ერთ-ერთი პირველია, ვინც არასასოფლო სერვისის განვითარებაში ჩაერთო. მანქანების მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალი ჰქონდა და როდესაც საზღვარგარეთიდან საბოლოოდ დაბრუნდა ნაოხრებში, გადაწყვიტა ავტომანქანების შეკეთებას მიჰყოლოდა.

ინტერვიუს ჩასაწერად სახლში ვესტუმრეთ ბატონ პეტროს, სადაც ახალგაზრდების სიმრავლე თვალში მოგვხვდა. ავტო სახელოსნოში მანქანა იდგა, რომელსაც პეტროსთან ერთად ახალგაზრდა ყმაწვილიც დასტრიალებდა თავს, ეზოში გოგონები ფუსფუსებდნენ, შედარებით პატარა ბავშვები კი სხვადასხვა თამაშებით იყვნენ გართულნი. როგორც აღმოჩნდა, თვითნასწავლი ხელოსანი ცხრა შვილის მამაა.

გამართულ ავტო სახელოსნომდე კი რთული გზა იყო, რომელიც პეტროსმა დიდი შემართებით განვლო. შესაბამისი პროფესიული სასწავლებლის არ არსებობის გამო გადაწყვიტა თავად შეესწავლა ხელობა. ღიმილით იხსენებს, რომ მამის მანქანაზე სწავლობდა მუშაობას და ხშირადაც უფუჭებდა მანქანას.

თვითნასწავლი ხელოსანი ავტომობილის პრობლემის დიაგნოსტირებას ადვილად ახდენდა, მაგრამ ხშირად საჭირო ინსტრუმენტების არ ქონის გამო შეკეთებას ვერ ახერხებდა და იძულებული იყო მომხმარებელი სხვა ხელოსანთან გაეშვა. მისი "დიაგნოზი" ყოველთვის მართლდებოდა და ამიტომ სოფელში მალე გაითქვა სახელი.

 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R] "ჩემი შვილების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს გამოცდილებას მათ ვუზიარებ და ისინიც დიდი ინტერესითა და შემართებით მეხმარებიან ბიზნესის სწორედ წარმართვაში"

სამუშაოებს ასრულებდა სახლთან ახლოს, შესაბამისი შენობის გარეშე. ხშირად უწევდა მიწაზე დაწოლა, რომ ქვემოდან შეემოწმებინა და შეეკეთებინა მანქანა, რაც ცხადია ართულებდა მის საქმიანობას.

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" პროექტისა და კონკურსის შესახებ პეტროს მარქარიანმა "რეგიონული განვითარების ასოციაციის" მიერ ჩატარებულ სოფლის კრებაზე შეიტყო. დადებითი განწყობით შეხვდა წამოწყებას და გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო. თუმცა ენის ბარიერი ართულებდა კონკურსში მონაწილეობას.

"მიუხედავად იმისა, რომ განაცხადი რუსულ ენაზე იყო, წერა მაინც მიჭირდა, ხშირად ვაკითხავდი "რეგიონული განვითარების ასოციაციის" ოფისს და ვთხოვდი დახმარებას".

პირველად მიიღო მსგავს პროექტში მონაწილეობა და გამარჯვების დიდი სურვილი ჰქონდა. თანამონაწილეობით უნდოდა შეეძინა ამწე და მისი მოლოდინი გამართლდა მაშინ, როდესაც საბოლოო დასტური მიიღო პროექტისგან.

საკუთარი თანამონაწილეობით ააშენა სახელოსნო, შეძენილი ამწეთი კი, გაზარდა შრომის ნაყოფიერება, რამაც შესაბამისად მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ბიზნესის კუთხით დანახულმა საქმიანობამ, მომხმარებლების მოთხოვნებზე დაკვირვებისა და მათი შესწავლისკენ უბიძგა. სოფელში არსებული მანქანების მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად იყო საჭირო შესადუღებელი სამუშაოების გაწევა. სწორედ ამ იდეით წარსდგა "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ კონკურსზე. მოიპოვა კიდევ ერთი თანადაფინანსება, რითაც შეიძინა შედუღების აპარატი და სხვა დანადგარები.

გაფართოების შემდეგ სახელოსნო გახდა სრულფასოვანი და ადგილობრივ მოსახლეობას აღარ უწევს სხვაგან წასვლა. კლიენტების რაოდენობა კიდე უფრო გაიზარდა და პეტროსის სახელოსნო ცნობილი გახდა მიმდებარე სოფლებსა და ქალაქში.

"სოფლის გარდა კლიენტები ახალციხიდან, რუსეთიდან და თურქეთიდანაც მყავს, საზღვართან ახლოს ვართ, ხშირად გადმოდიან მეზობელი ქვეყნებიდან ადამიანები და მათაც სჭირდებათ ავტო მომსახურება. ჩემივე კლიენტები მიგზავნიან კლიენტებს, იციან რომ მიიღებენ ხარისხიან მომსახურებას. ხანდახან იმდენი მომხმარებელი მყავს, რომ სახელოსნომდე მოსასვლელი გზა იკეტება მანქანების დიდი რაოდენობის გამო".

რეგიონული განვითარების ასოციაცია


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
უდის ოსტატის მონდომება მეტალსაც ამარცხებს –   BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის
‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]