FM97.5 / LIVE

1919 წლის არჩევნები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.05.2018
1919 წლის თებერვალში, მაშინ, როცა საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა, სამცხე–ჯავახეთის მცხოვრებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ დამფუძნებელი კრების დეპუტატები მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ აირჩიეს, თუმცა შედეგებმა კრების შემადგენლობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

1919 წლის არჩევნები სამცხე–ჯავახეთში

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. იმ პერიოდში, პარლამენტი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოდ არ ითვლებოდა, რადგან ის მოსახლეობის მიერ არჩეული არ იყო. ამიტომ გადაწყდა, რომ 1919 წლის თებერვალში არჩევნები ჩატარებულიყო.

დამფუძნებელი კრების არჩევნები, 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გაიმართა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში მცხოვრებლებს არ მიუღიათ.

ისტორიკოსების განმარტებით, ამ პერიოდში, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები ოსმალეთის ზეგავლენს ქვეშ იყო მოქცეული, ამიტომ დამფუძნებელი კრების დეპუტატთა ასარჩევად, ორივე მაზრაში (ასევე აფხაზეთის, ბორჩალოს, ახალციხის, ახალქალაქის, სვანეთის მაზრებსა და აღმოსავლეთ საქართველოს მაზრების მაღალმთიან დასახლებებში) პირველი დამატებითი არჩევნები გაიმართა.

სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, დამფუძნებელი კრების საერთო არჩევნებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ჩაერთო. ახალციხესა და ახალქალაქის მაზრებში არჩევნები 1919 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარდა. მისი შედეგები კი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი.

შედეგები საქართველოს დამფუძნებელი კრების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმში აისახა (დოკუმენტი დაცულია საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში).

ოქმში ახალციხის მაზრისა და ქალაქ ახალციხის, ახალქალაქის მაზრისა და ქალაქ ახალქალაქის, ასევე, ფოცხოვის რაიონის შედეგებია მოცემული. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ადიგენის მხარეს მოიცავდა.

1919 წლის არჩევნებზე:


ახალციხის მაზრაში – 26 931 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო 23 383–მა (87%);

ქალაქ ახალციხეში – 5021 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 3043–მა(60%);

ახალქალაქის მაზრაში – 26 764 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მიიღო 21 315–მა (80%);

ქალაქი ახალქალაქი – 1044 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 512 (49%)

ფოცხოვის რაიონი – 58 66 ამომრჩევლიდან 56 26 მიიღო არჩევნებში მონაწილეობა (96%).

1919 წლის არჩევნები სამცხე–ჯავახეთში ამავე შედეგების მიხედვით, განსხვავდება ქალაქებსა და სოფელბში მცხოვრებლების დამოკიდებულებბი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ. ახალციხის და ახალქალაქის მაზრაში, ასევე ფოცხოვის რაიონში ყველაზე მეტი ხმა N1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ მიიღო. აქედან: ახალციხიდან 81% (19 000 ხმა 23 366–დან); ახალქალაქიდან 57% (12 121 ხმა 21 315–დან), ფოცხოვის მაზრიდან 91% ( 5 129 ხმა 5 609–დან).

თუმცა, მაზრებისგან განსხვავებული შედეგებით დასრულდა არჩევნები ქალაქებში.

ქალაქ ახალციხესა და ქალაქ ახალქალქში, არჩევნებში მონაწილე პარიებიდან ყველაზე მეტი ხმა N4 სომეხთა რევოლუციურმა პარტიამ – „დაშნაკცუთიუნმა“ მიიღო. მან ახალციხიდან ხმების საერთო რაოდენობის 73%, ხოლო ახალქალქიდან 60% დააგროვა.

1919 წლის არჩევნები სამცხე–ჯავახეთში სწორედ ამ, დამატებითი არჩევნების შემდეგ შევიდა სომეხთა სარევოლუციო პარტია „დაშნაკცუთიუნი“ დამფუძნებელ კრებაში. იგი უკვე არჩეულ ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს დაემატა და უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთადერთი პარტია იყო.

„დაშნაკცუთიუნი“ ამიერკავკასიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, რომელიც 1890 წელს თბილისში შეიქმნა. მართალია, 1918 წლის ბოლოს მომხდარი სომხეთ-საქართველოს ომის გამო მას მოქალაქეთა კრიტიკა არ აკლდა, მაგრამ პარტიამ მაინც შეძლო ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის მოგროვება.

პარტიის საკანდიდატო სია ძირითადად თბილისში მცხოვრები სომხებისაგან შედგებოდა. პარტიის 19 კაციან საარჩევნო სიაში ორი ქალი კანდიდატი იყო (N11 დარია თადეოსიანი და N19 სირანუშ ამირბეგიანი).

გარდა „დაშნაკცუთიუნისა“, 1919 წლის არჩევნებში მონაწილეობას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა სხვა პარტიებიც იღებდნენ.

1919 წლის არჩევნები სამცხე–ჯავახეთშიN6 საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო – მან საარჩევნო კომისიას ქართულ და რუსულ ენაზე შედგენილი ხუთკაციანი საკანდიდატო სია წარუდგინა. საკანდიდატო სია დამოწმებულია ეროვნული საბჭოს ბეჭდითა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საკანდიდატო სიის პირველი ნომრის, ბაირამოვი ალიბეგ ასლან აღა ოღლის ხელმოწერით.

N12 ბორჩალოს მაზრის მუსულმანების საკანდიდატო სია – საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხუთკაციანი საკანდიდატო სია წარუდგინეს ბორჩალოს მაზრის მცხოვრებლებმა. პოლიტიკური სუბიექტის საკანდიდატო სიები და ბიულეტენები ძირითადად აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე შეადგინეს, თუმცა, გარკვეული ნაწილი ქართულ ენაზეც დაიბეჭდა.

N15 ელინთა დემოკრატიული პარტია – ბერძენთა (ელინთა) დემოკრატიულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 10–კაციანი საკანდიდატო სია წარუდგინა. სიაში პირველი ნომერი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 13 სექტემბრის კანონის შედეგად ეროვნულ საბჭოში ეთნიკური უმცირესობის კვოტით შეყვანილი დეპუტატი, ექიმი ალექსანდრე მიხაილოვი.

საბოლოოდ, პირველი და მეორე დამატებითი არჩევნების შემდე დამფუძნებელ კრებაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:


N1 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 102 წევრი;

N2 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 წევრი;

N3 საქართველოს სოციალისტ- რევოლუციონერთა პარტია – 6 წევრი;

N4 სომეხთა სარევოლუციო პარტია „დაშნაკცუთუინი“ – 3 წევრი;

N5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია -9 წევრი;

N8 საქართველოს ეროვნული პარტია – 2 წევრი.

1919 წლის არჩევნები სამცხე–ჯავახეთში

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო ხელისუფლება’ დარეგისტრირდა
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
მათგან, ვინც პარტიაც აირჩია და მაჟორიტარიც, 12%–მა სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს მისცა ხმა – NDI
პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
”რესპუბლიკელების”  უჩვეულო გააქტიურება ჯავახეთში
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალქალაქში
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში