FM97.5 / LIVE

რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

მთავარისიახლე, სამართალი 25.05.2018
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის საქმეზე კერძო ექსპერტის დასკვნა საავადმყოფოს გადაეგზავნა.

რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
კერძო ექსპერტის კახა ერისთავის, განცხადებით, 23 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა. ასევე, ამ პერიოდში ფილტვების ანთებაც ჰქონდა: „სხვას ვერაფერს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნა კლინიკა „იმედის“ უკვე გადავუგზავნეთ, ისინი გასცემენ პასუხს სხვა შეკთიხვებზე“.

„იმედში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაწესებულებაში ესქპერტიზის დასკვნა არ მისულა: „შესაძლოა, გამოგზავნილია და ორშაბათს მივიღოთ“.

30 მარტს კლინიკა „იმედის“ სამშობიაროში გარდაცვლილ ქალს ექსპერტიზა კერძო ექსპერტთან ერთად ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმაც ჩაუტარა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამხარაულის ექსპერტიზის პასუხს მომავალ კვირაში მიიღბენ: „პასუხების მიღების შემდეგ შედგება შესაბამისი დოკუმენტები, რომელსაც კერძო ექსპერტი კახა ერისთავიც დაესწრება“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სოფელ წყრუთში მცხოვრები 23 წლის ქალი კლინიკაში 30 მარტს, დილით გარდაიცვალა. გოგონამ ორი დღის წინ, 28 მარტს, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. საავადმყოფოში აცხადებდნენ, რომ მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ეს მისი პირველი მშობიარობა იყო.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათესავები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალი სოფელში გადაასვენეს
გარდაცვლილი  ქალის საქმეს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი ისევ კლინიკაში რჩება
რას შეიძლება გამოეწვია ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალება – ექიმების ვერსიები
კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]
ექსპერტიზის დასკვნა 80 წლის ქალზე, რომელიც შვილმა მარტომ დაასაფლავა
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი კლინიკიდან გაიყვანეს