FM97.5 / LIVE

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2018
ხვალ, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში გაიმართება.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

ნახეთ რომელ ქალაქში, რა ღონისძიების ჩატარება იგეგმება:

ახალციხე

8:00 საათიდან -18:00 საათამდე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკის გამოფენა ავტოსადგურთან და ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე;
11:00 საათზე - შეჯიბრი მძლეოსნობაში (გარბენი) - რუსთაველის ძეგლიდან, მერაბ კოსტავას და პაატა ნათენაძის ქუჩები, დასრულდება ახალციხის ციხეზე;
11:30 საათზე - ველოტური - სტარტი რუსთაველის ძეგლიდან, რუსთაველის, 9 აპრილის, თამარაშვილის ქუჩების გავლით, დასრულდება ახალციხის ციხეზე;
12:00 - 12:20 სთ - თეატრალური წარმოდგენა საიუბილეო თემატიკაზე (ახალციხის ციხის ტერიტორია);
12:30-12:45 სთ - ბორჯომის #1 საბავშვო ბაღის წარმოდგენა (ახალციხის ციხის ტერიტორია);
12:00 -15:00 სთ. - შეჯიბრი ნარდში და ჭადრაკში (ახალციხის ციხის ტერიტორია);
12:00 -19:00 სთ. - ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა (ახალციხის ციხის ტერიტორია);
12:00 -19:00. ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (ახალციხის ციხის ტერიტორია);
14:30 -15:00 სთ. - თეატრალური წარმოდგენა საიუბილეო თემატიკაზე (ახალციხის ციხის ტერიტორია);
15:00 -16:00 სთ. - კონცერტი (I ნაწილი) რეგიონის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ( ახალციხის ციხის ტერიტორია);
16:00 -17:00 სთ. - კონცერტი (II ნაწილი) ახალციხის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით (ახალციხის ციხის ტერიტორია);
17:10 -17:40 სთ. - ფლეშ მობი – საქართველოს ჰიმნი ცოცხალი შესრულებით -თეატრალური წარმოდგენა საიუბილეო თემატიკაზე (ახალციხის ციხის ტერიტორია);
17:40 -19:00 სთ. - შეჯიბრი მკლავჭიდში (ახალციხის ციხის ტერიტორიაზე);
18:00 საათზე - პატარებისთვის თოჯინების თეატრის წარმოდგენა (ახალციხის ციხის ტერიტორიაზე);

19:00-19:30 სთ. - მერის სტიპენდიანტებისა და მკლავჭიდში გამარჯვებულთა დაჯილდოება (ახალციხის ციხის ტერიტორია);

19:30 საათზე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე-თბილისიდან მოწვეული მომღერლების კონცერტი (ჯგუფი „ფორტე“, გიორგი სუხიტაშვილი, არჩილ ნიჟარაძე, ჯგუფი „რეგიონი“, ღონისძიების წამყვანი - გიორგი სუხიტაშვილი);
21:00 საათზე- ფეიერვერკი;

საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიების გამართვა.

დროშებითა და ტრადიციული ქართული ფარდაგებით საზეიმოდ გაფორმდება მიმდებარე ტერიტორია

მოეწყობა ბავშვთა შემეცნებით-გასართობი სივრცეები

გავაცოცხლდება ძველი ქართული საკვირაო ბაზრობის ტრადიცია

დამონტაჟდება და საზეიმოდ გაიხსნება 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სპეციალური ინსტალაცია.

ასევე დაგეგმილია თეატრალური სანახაობები და სხვა აქტივოებები, როგორც პროფესიონალი მსახიობების, ისე მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობით.

ბორჯომი

10:00 საათზე – 9 აპრილის მემორიალის შემკობა ყვავილებითა და გვირგვინებით;
11:00 საათზე - მ. კოსტავას სახელობის მოედანზე მცირე კონცერტი;
11:00 საათზე - დღის ცენტრის ,,თებე“ ბენეფიციარების ნამუშევრებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების გამოფენა-გაყიდვა;
11:30 საათზე - მ. კოსტავას სახელობის მოედანზე ასფალტზე ხატვა;
13:00 საათზე- მ. კოსტავას სახელობის პარკში მხიარული სტარტები;
14:00 საათზე - პოეზიის საღამო და მაკა ბლიაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია;
15:00 საათზე - კონცერტი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფების მონაწილეობით;

ადიგენი

11:00 საათზე - სადღესასწაულო კონცერტი დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით;
13:00 საათზე ფინალური შეხვედრა ფეხბურთში ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სიმბოლური საჩუქრები.

ასპინძა

11:00 საათზე - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს ყვავილებით შეამკობენ და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.
12:00 საათზე - ასპინძის კულტურის ცენტრში ჩატარდება სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
14:00 საათზე - საათი -ასპინძის გართობისა და დასვენების პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მინი-ფეხბურთის მოედანზე გაიმართება ფინალი მინი-ფეხბურთში ფეხბურთელთა მოყვარულ გუნდებს შორის. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და სამახსოვრო სუვენირებით.

ახალქალაქი

11:00 საათზე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ქ. ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ( მუზეუმში შესვლა უფასოა) ექსპოზიცია: ახალქალაქი 1991-2018წ.წ.
,,მომავლის სახლის’’ - გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.( გაგრძელდება 10 ივნისამდე მომავლის სახლის დარბაზში).
,,თემატური გამოფენა’’ - სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები სამხატვრო სკოლის დარბაზში, ასევე მოეწყობა ხატვა ღია ცის ქვეშ.
სპორტული ღონისძიებები: ფინალური ჩემპიონატი ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში; საჩვენებელი გამოსვლა კარატესა და მაგიდის ჩოგბურთში; ჭადრაკის ჩემპიონატი;
წიგნების გამოფენა - ძველი და ახალი თაობის ადგილობრივი მწერლების ნამუშევრების პრეზენტაცია. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.
12:00 საათზე - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ( ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჯავახქი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მურჯი“, სამუსიკო სკოლის გუნდი, საესტრადო ანსამბლი);

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან სპორტისა და ხელოვნების სფეროს წარმატებული მოღვაწეები და სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები.
12:00 საათზე - მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხანდო, ვაჩიანი, ბურნაშეთი კარტიკამი, გოგაშენი, ოკამი, ბარალეთი, პტენა, ალასტანი, მერენია, აზავრეთი დილისკა, გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

14:00 საათზე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება ქ. ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ დაჯილდოვდებიან საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული, საუკეთესო თხზულების ავტორები, თემაზე „ქართველ და სომეხ ხალხთა მეგობრობისა და ძმობის 100 წლისთავი".

[skenws.ge]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – ახალციხეში დაგეგმილი ღონისძიებები
26 მაისს სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი ღონისძიებები
რა იგეგმება 26 მაისს ახალციხეში
"ახალციხელობაზე" გასამართი ღონისძიებების განრიგი
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს ახალციხეში