FM97.5 / LIVE

სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, შესაძლოა სარაგბო კლუბ "ტაოს" მხარდამჭერთა კლუბი და რაგბის სამოყვარულო გუნდი ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ, "ტაოს" მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს

პრეზენტაცია, დღეს, 25 მაისს 13:00 საათზე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სარაგბო კლუბ "ტაოს" პრეზიდეტმა ირაკლი გვენეტაძემ კლუბის ჩამოყალიბების ისტორიაზე, რაგბის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტის ბაზაზე, რაგბის სამოყვარულო და საგულშემატკივრო კლუბების ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა.

გვენეტაძის თქმით, აღნიშნულ თემებზე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – "სტუდენტები ყველაზე აქტიური მასაა, გვინდა რომ ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტთან, შევქმნათ ე.წ. "ტაოს" ფან–კლუბი, სამოყვარულო და ასევე შვიდკაცა პროფესიონალების გუნდი".

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტს რაგბის საკუთარი გუნდი ჰყავდეს და მან საქართველოს უნივერსიტეტებს შორის გამართულ რაგბის ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა.

"სამოყვარულო გუნდებიც შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, რომლებიც რაგბის ელემენტებით სავსე თამაშს აჩვენებენ. მაგალითად, როგორიცაა თაგ – რაგბი და თაჩ–რაგბი. თაგ–ია, როცა მოთამაშეები ერთმანეთს ქამრებს ართმევენ, ხოლო თაჩ–ია როცა ხელით ეხებიან", – განმარტავს ირაკლი გვენეტაძე.

სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]
რაგბის გუნდი  "ტაო"  "ქობულეთის პონტოს"  შეხვდება
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ზესტაფონის ‘არწივები’ დაამარცხა
რაგბის გუნდი ‘ტაო’ ფოთში ‘კოლხ რაინდებთან’ შესახვედრად ემზადება