FM97.5 / LIVE

დამწვარი მანქანების გამოუძიებელი საქმეები

მთავარისიახლე, სამართალი 24.05.2018
ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალციხეში ხუთი მანქანა დაიწვა. ძიება, დღემდე, მხოლოდ ერთ საქმეზე დასრულდა. ოთხი დაზარალებული სამართალდამცველების მუშაობის შედეგს ამ დრომდე ელოდება.

დამწვარი მანქანების გამოუძიებელი საქმეები

„სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხეში ავტომობილების დაწვის ხუთივე შემთხვევაზე წერდა. ყველა ფაქტი, ერთის გარდა, ღამით მოხდა და ყველა მათგანზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

იმის გასარკვევად, გაშუქებული შემთხვევების გარდა, კიდევ იყო თუ არა ახალციხის მუნიციპალიტეტში მსგავსი ფაქტები, სამინისტროს წერილობით მივმართეთ. პასუხად მივიღეთ მხოლოდ შარშანდელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში სამი მანქანა დაიწვა.

თითქმის ყველა, ვისაც 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, ახალციხეში მანქანა დაეწვა, შემთხვევითობას გამორიცხავს. მათ შორისაა სეირან გრიგორიანი, რომლის ორი მანქანაც გასული წლის 16 აგვისტოს ღამით დაიწვა. გრიგორიანები აალებული ცეცხლის ხმაურმა გააღვიძა.

„სახლთან ახლოს ავტოფარეხი იწვოდა, იქ ორი მანქანა მეყენა“, – იხსენებს სეირან გრიგორიანი, – „დარწმუნებული ვარ რომ დამიწვეს, მაგრამ ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, არ ვიცი“.

მომხდარიდან უკვე ათი თვე გავიდა, თუმცა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი დაზარალებულისთვის უცნობია: „რამდენჯერ მოვიკითხე, მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, როდემდე შეიძლება ველოდო, უკვე იმედი აღარ მაქვს, რომ დამნაშავეს მიაგნებენ. ჩემი მანქანები უკვე ჯართში ჩავაბარე, 600 ლარი ავიღე, ეგეც ფულია“.

2017 წლის დეკემბერში, სასპორტო სკოლასთან აფეთქების შედეგად დაზიანდა ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის ავტომობილიც. მანქანა ამ დრომდე საჯარიმო ავტოსადგომზე დგას. დეპუტატი ამბობს, რომ მანქანას არ ატანენ, მიზეზად კი ძიების მიმდინარეობას ასახელებს.

საკუთარი საქმის დეტალებისა და ავტომანქანის ექსპერტიზის შედეგების შესახებ, არაფერი იცის ამბარცუმ ბაბოიანმაც: „ახალს არაფერს მეუბნებიან. მანქანასაც არ მატანენ, არადა ნაწილები ნაყიდი მაქვს და მინდა, რომ გავაკეთო. ვერ ვხვდები რა მოხდა. ეჭვიც არავიზე მაქვს“.

წელს, 25 აპრილს, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე დაიწვა კიდევ ერთი ავტომანქანა, რომლის მფლობელიც არამ პოღოსოვია. მისი მეუღლე დარწმუნებულია, რომ მანქანას ცეცხლი უცხო პირებმა გაუჩინეს, რადგან ღამით მასზე მძიმე, ბლაგვი საგნის დარტყმის ხმამ გამოაღვიძა. „რომ გავიღვიძე, ვიღაცის მანქანა ეზოში იყო შემოსული და ფარებიც ანათებდა, ამიტომ ზუსტად ვიცი რომ დაწვეს. ვფიქრობ და ვერ მოვდივარ აზრზე ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა“, – გვიყვება სუსანა აკოპოვა.

რა დაადგინა ექსპერტიზამ, არც პოღოსოვებმა იციან. მათი მანქანაც, ისევე, როგორც ამბარცუმ ბაბოიანის, ამ დრომდე საჯარიმო ავტოსადგომზეა.

მანქანის დაწვის ბოლო ფაქტი, ახალციხეში სამ მაისს ღამით მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილს 9 აპრილის ქუჩაზე კორპუსის წინ ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის მიზეზებზე საუბარი მის მესაკუთრეს არ სურს.

დამწვარი მანქანების საქმეებიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუშაობა ამ დრომდე მხოლოდ ერთზე, მიმდინარე წლის 25 თებერვალს დამწვარ მიკროავტობუსზე დაასრულა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცეცხლი ტრანსპორტის გაუმართაობამ გამოიწვია. აღნიშნულ საქმეზე ძიება გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა ყველა საქმეზე ძიება ამ დრომდე ნივთის დაზიანება–განადგურების მუხლით გრძელდება. თუმცა, რა გახდა ამ სატრანსპორტო საშუალებების დაწვის მიზეზი, ან რა აჩვენა ექსპერტიზების პასუხებმა, სამინისტროში არ გვპასუხობენ.

შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ პროკურატურისგანაც, რომელმაც გვირჩია, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიგვემართა, - „ჩვენ ვუწევთ ზედამხედველობას სისხლის სამართლის საქმეებს, თუმცა ძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. ამ საქმეებთან დაკავშირებით ისევ მათ მიმართეთ“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალციხეში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მანქანა დაიწვა
ახალციხე-ახალქალქის გზაზე მანქანა დაიწვა
ამბარცუმ ბაბოიანი მის მანქანასთან მომხდარი აფეთქების გამო, დაზარალებულად ცნეს
ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმე ისევ გამოუძიებელია
ახალციხეში საკრებულოს  დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა