FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ძველი მთავრობა რჩება

მთავარისაზოგადოება 20.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ისევ „ნაციონალები“ არიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ძველი მთავრობა რჩება
გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თითქმის ყველა სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაციები არ განახლებულა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო ბლუაშვილის თქმით, ვებ-გვერდი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობს: „როგორც კი ტექნიკური პრობლემები მოგვარდება, საიტს ავამუშავებთ“, - ამბობს ბლუაშვილი.

შეგახსენებთ, საკადრო ცვლილებები თვითმმართველობაში 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ძველი მთავრობა რჩება
9 ნოემბერს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მალხაზ გიქოშვილი ოლეგ სანდროშვილმა შეცვალა. თუმცა, ამ დრომდე ვებ-გვერდზე ამ პოსტზე მალხაზ გიქოშვილის მონაცემებია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ძველი მთავრობა რჩებაშეიცვალა გამგებელიც. 6 დეკემბერს აღნიშნულ თანამდებობაზე ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა, 11 მარტს კი ხითარიშვილი ბესიკ ბლიაძემ შეცვალა. მიუხედავად ამისა, გამგებლად, ვებ-გვერდზე, ისევ გელა დემეტრაძე რჩება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

Sknews.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტმა ვებ-გვერდი განაახლა
ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობის კითხვებს უპასუხებს
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
საჯარო უწყებების შემდეგ საკადრო ცვლილებები შპს–ებშიც დაიწყო
ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უპასუხებს
გამგებელმა მოადგილე შეცვალა
ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”