რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

მთავარისიახლე, განათლება 24.05.2018
სკოლის გამოსაშვები გამოცდები კურსდამთავრებულებმა მათემატიკასა და ფიზიკაში ჩააბარეს. ახალციხის ექვსი სკოლიდან გამოცდებზე 345 მოსწავლე გავიდა.

რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში
23 მაისს, გამოცდა მათემატიკაში იმ მე–12 კლასელებმა ჩააბარეს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, ფიზიკაში კი გამოცდაზე გასულ წელს ჩაჭრილები გავიდნენ. ორივე გამოცდაში ერთად 25 კურსდამთავრებული ჩაიჭრა.

„მათემატიკის გამოცდა საკმაოდ მარტივი იყო. სისტემები, ორუცნობიანი განტოლებები, სინუს–კოსინუსები, ეს ყველაფერი კარგად ვიცი და არც ჩაბარება გამჭირვებია“, – ამბობს კერძო სკოლა „მზექას“ მე–12 კლასელი ბადრი შუბითიძე.

მისგან განსხვავებით გეომეტრიიდან მოსულ საკითხებზე პასუხების გაცემა გაუჭირდა მეხუთე სკოლის მე–12 კლასელს ლიზა კაპანაძეს: „ძალიან ვნერვიულონდი, რადგან გეომეტრია კარგად არ ვიცი, თუმცა, ბარიერი გადავლახე და მიხარია“.

მე–12 კლასელებმა გამოცდების ჩაბარება მათემატიკის გამოცდით დაასრულეს. დღეს, 24 მაისს გამოცდას ქიმიაში ის მოსწავლეები აბარებენ, რომლებიც გასულ წელს, მეთერთმეტე კლასში ყოფნის დროს ქიმიის გამოცდაში ჩაიჭრნენ.

ორივე გამოცდის შედეგები ქალაქის სკოლებში:


N1 საჯარო სკოლაში 91 კურსდამთავრებულიდან სამი ჩაიჭრა.

N2 საჯარო სკოლაში 37–დან ბარიერი მხოლოდ ერთმა ვერ გადალახა.

N3 საჯარო სკოლაში 62 მოსწავლიდან ათი ჩაიჭრა.

N5 საჯარო სკოლაში 110 კურსდამთავრებულიდან ბარიერი 10–მა ვერ გადალახა.

N6 საჯარო სკოლაში 31–დან ბარიერი მხოლოდ ერთმა ვერ გადალახა.

კერძო სკოლა „მზექას“ 14–ვე კურსდამთავრებულმა გამოცდა ჩააბარა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ქალაქ ახალციხის სკოლებიდან ბიოლოგიაში 6 მოსწავლე ჩაიჭრა