FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.05.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ინიციატივით, ახალციხეში, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის პირველი პირი ესწრებოდა.

სამცხე-ჯავახეთში  მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის კახა სამხარაძის ორგანიზებით, ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია სამხარეო ადმინისტრაციაში გამართა. პრეზენტაცია ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა. აღნიშნული პროექტი კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს. ის კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა თანამედროვე სახის სერვისებით უზრუნველყოფს როგორც უპატრონო და მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, თავშესაფარში ცხოველებს უმკურნალებენ, ჩაუტარებენ მათ აცრებს და ასევე, სტერილიზაცია/კასტრაციას, რაც მათ გამრავლებას ჰუმანური გზით შეაჩერებს.

„თავშესაფარში იქნება სამედიცინო ბლოკი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ–ერთი საუკეთესო იქნება. მას ექნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკუთარი ლაბორატორია. თავშესაფრის ვეტკლინიკაში საკუთარი შინაური ცხოველის მკურნალობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება“, – ამბობს ლაშა გეგეჭკორი.

პრეზენტაციას მერების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ასპინძის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს თავშესაფრის შენახვის ყოველთვიური ხარჯი ეძვირა, რომელიც ყოველთვიურად 9000 ლარს შეადგენს. ასევე, განხილვის საგანი იყო ვოლიერები, რომელიც წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სულ 40 ცხოველს დაიტევს. როგორც შეხვედრაზე ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ განაცხადა, შემოთავაზებული რაოდენობა ექვს მუნიციპალიტეტში უსახლკარო ცხოველების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ტევადობა მინიმუმ სამჯერ უნდა გაიზარდოს.

„ქვეყანაში არსებული სხვა თავშესაფრებისგან განსხვავებით, აქ თანადაფინანსების შესაძლებლობაც გათვალისწინებულია. ასევე, აშენებიდან მეორე წელს, მოსახლეობისთვის შეთავაზებული სხვადასხვა სერვისების საშუალებით, თავშესაფარი საკუთარი თანხების გამომუშავებასაც შეძლებს,“ – ამბობს გეგეჭკორი.

კახა სამხარაძის განცხადებით, მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა ინტერმუნიციპალური შეთანხმების საფუძველზე უნდა მოგვარდეს და მისი აშენების ხარჯები 2019 წლის ბიუჯეტებში უნდა გაიწეროს. მანამდე კი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მხარის გუბერნატორთან ერთად პროექტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.

თავშესაფარი, რომლის აშენებაც ახლანდელი ვერსიით მილიონ ლარს საჭიროებს, განხორციელების შემთხვევაში, მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
‘ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია’ – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტი
როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა
ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება
კვირის აქცენტი: ცხოველთა თავშესაფარი [Video]