FM97.5 / LIVE

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა 24.05.2018
სოფელი ზიკილია ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე კიდევ ერთი სამიზნე სოფელია, სადაც, მეხილეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. საქმისადმი სიყვარული შორეული წარსულიდან იღებს სათავეს.

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

ხეხილის ნერგების გამოყვანისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკულ გამოცდილებას მეზობელ სოფელში მცხოვრები გამოცდილი ფერმერისგან იღებდა, ხოლო მოგვიანებით თავადაც სცადა ხილის დამყნობა, დანაზოგით შეიძინა სანამყენე დანა და შეუდგა საქმიანობას.

სოფელში ჩატარებულ კრებაზე შეიტყო პროექტის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" შესახებ და მაშინვე გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა.

"იმედით შევხვდი გამოცხადებულ კონკურსს, მცენარეების მიმართ სიყვარულმა და დამატებითი შემოსავლის წყაროს შესაძლებლობამ გადამაწყვეტინა მიმეღო მონაწილეობა კონკურსში. ოჯახის წევრებიც სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მხარი დამიჭირეს".

ემზარმა წარმატებით გადალახა კონკურსის ეტაპები და მოიპოვა თანადაფინანსება, რომლის მეშვეობითაც შეიძინა მაღალი ხარისხის ნერგები და რამდენიმე თვეში დაიწყო დამყნობაც.

"პროექტის საშუალებით შევძელი ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება. პროექტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პრაქტიკული რჩევების მისაცემად, ქალაქ გორის მეურნეობიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ასვე სოფელ წნისში ჩატარდა ტრენინგი, სადაც გავიგე მყნობის ახალი ტექნოლოგიების შესახებ და პრაქტიკულადაც ვნახე როგორ კეთდებოდა".

ახალბედა მეწარმე, ვაშლისა და ბლის ნერგების რეალიზაციას ახდენდა ზიკილიასა და მის მეზობელ სოფლებში. შედეგმაც არ დააყოვნა, კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი თანდათან იზრდებოდა და ბატონი ემზარის სანერგე მეურნეობის შესახებ უკვე სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში ალაპარაკდნენ.

მომხმარებელთან მჭიდრო კონტაქტი, მისთვის პრიორიტეტულია. კონსულტაციებს უწევს მოვლასა და მოყვანაზე, ცდილობს თავისი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს თუ საჭიროა ადგილზეც ჩადის და აფასებს ნერგების მდგომარეობას. მსგავსი დამოკიდებულება აორმაგებს ნდობას მის მიმართ.

"თავიდან ადგილზე ვყიდდი, ჩემმა მომხმარებლებმა ურჩიეს სხვა სოფლის მოსახლეებს და ნელ-ნელა გავრცელდა ხმა. ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა ჩემი საქმიანობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ჩემი სანერგის პოპულარიზაციას".

ჩვენს კითხვაზე, თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში პროექტის განხორციელების შემდეგ, გულახდილად გვპასუხობს, რომ გაიგო და ისწავლა მყნობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, რაც შემდეგ წარმატებით გამოიყენა თავის საქმეში და გარდა ფინანსური მგომარეობის გაუმჯობესებისა, გახდა უფრო მეტად თავდაჯერებული და იმედი მიეცა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად იქნება მომავალში. შემოსავლის მისაღებად აღარ უწევს სხვადასხვა ადგილებში მუშაობა მთლიანად ორიენტირებულია სანერგე მეურნეობის განვითარებაზე.

ბატონი ემზარის ნერგებს შეხვდებით ასპინიძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის სოფლებში, ასევე ხაშურში, თბილისში და თბილისის მიმდებარე სოფლებში.

დღესდღეობით იგი უკვე გამოცდილი მეწარმეა მეხილეობის დარგში, რომელიც ცდილობს ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი ნერგები და თავისი პატარა წვლილი შეიტანოს ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებაში.

რეგიონული განვითარების ასოციაცია


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
საქართველოში ესპანური კომპანიების -  Dereza Iberico და Provedo  ინიციატივით სანერგე მეურნეობა  მოეწყობა [R]
 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]


ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის
პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
მეურნე:  სანერგე მეურნეობა და მყნობის თავისებურებები [Video]