FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 23.05.2018
ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსს არარატ საჰარიანს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ახალქალაქის ბაზრის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 23 მაისს, იმსჯელა. არარატ საჰარიანს გამოძიება ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ედავება. საქმე „ახალქალაქის აგრარულ ბაზარში“ საწყობის გაქირავებას ეხება.

პროკურატურის მტკიცებით, არარატ საჰარიანმა მოიჯარე პირს ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, 1 000 ლარი გამოართვა. იგივე ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ერთი კვირის წინ, ამავე ბაზრის უფროსი კონტროლიორი დააკავა, რომელიც არარატ საჰარიანთან ერთად მოქმედებდა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა მოსამართლესთან საჰარიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ითხოვა: „უფროსი კონტროლიორის დაკავების შემდეგ, ჩვენ იგი დაკითხვაზე დავიბარეთ, მაგრამ არ გამოცხადდა და ტელეფონიც გათიშა. ის გამოძიებას ემალება და არ თანამშრომლობს. თუ პატიმრობაში არ იქნება, მან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზეც“.

არარატ საჰარიანის ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეზე, მოიჯარე მისი დაცვის ქვეშ მყოფის პროვოცირებას ცდილობდა, რაც მტკიცებულებებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს: „ვიდეოჩანაწერებში არარატიც და კონტროლიორიც ეუბნებიან, რომ ჩეკს მისცემდნენ, რომ ნამდვილად გააქირავეს საწყობი და ხელშეკრულებასაც გაუფორმებდნენ, თუმცა მოიჯარე ეუბნება რომ არ უნდა, ახლა კი თქვენ ბრალს სდებთ, რომ ხელშეკრულების გარეშე მიიღეს თანხა. ეს ყველაფერი პროვოცირებულია!“

დაცვის მხარემ საჰარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება გირაოზე, 4 000 ლარზე ითხოვა, თუმცა მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ახალქალაქის ბაზრის უფროსი პატიმრობაში დატოვა.

წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის დირექტორი“ 21 მაისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. ამიტომ ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება. რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]