FM97.5 / LIVE

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

მთავარისიახლე, რეკლამა, განცხადებები 23.05.2018
ზოგს ეცინება, ზოგი ეთანხმება, ზოგს უკვირს, ნაწილმა არაფერი იცის და მეორე ნაწილისთვის კი ნიგვზისა და თხილის მზესუმზირით ჩანაცვლების იდეა სრულიად მისაღებია. გაგიკვირდებათ და მზესუმზირით კაკლოვანი კულტურების ჩანაცვლება დაკავშირებულია აზიური ფაროსანას პრობლემასთან.

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

თხილის მზესუმზირით ჩანაცვლება

თხილი და კაკალი საქართველოში სხვადასხვა საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, უფრო კონკრეტულად სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში თითქმის ყველა ოჯახში ფართო გამოყენებს. ბოლო რამდენიმე წელია, აზიური ფაროსანასგან კაკლოვანი კულტურების დაზიანების გამო, უმეტესობამ საკვებში თხილი და კაკალი მზესუმზირით ჩაანაცვლა.

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

"შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რაც გურიაში ხდება. ფაროსანას შემოსევის გამო უშედეგო გახდა გლეხის შრომა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა. ჩემს ოჯახში ნიგვზიანი კერძები ძალიან გვიყვარს, თუმცა წინა წელს მოსავალი გაგვიფუჭდა. მეზობლებისგან შევიტყვეთ რომ საჭმელში თხილის და ნიგოზის ნაცვლად მზესუმზირას იყენებენ. ჩვენც მათ მივბაძეთ. გარჩეულ მზესუმზირას ბაზარსა და სურსათის მაღაზიებში ვყიდულობთ", - ამბობს სუფსაში მცხოვრები ქრსიტინე კვერენჩხილაძე.

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

ჩვენი რესპოდენტი თქმით, ზესუმზირა ბევრად იაფი ღირს, მაგრამ მისი გემო განსხვავდება, პროდუქტი თხილთან და კაკალთან შედარებით ნაკლებად ცხიმიანია. როგორც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება, კაკლოვანების ნაკლებობასთან ერთად, დაბალი ფასით არის განპირობებული.

ზღაპრული ფასები

ბაზარში 1კგ. ნიგვზის ფასი 25-ლარიდან იწყება . 1კგ. გაურჩეველი - ნაჭუჭიანი თხილის ფასი 8 ლარია, თუმცა გარჩეული პროდუქტი ბევრად მეტი ღირს. ფასები მნიშვნელოვნად მაღალია დიდ სუპერმარკეტებში. გარჩეული მზესუმზირის ფასი კი 3-ლარიდან 4-ლარამდე მერყეობს. მართალია ის გემოვნური თვისებებით განსხვავდება, მაგრამ იაფია და გემოთი ახლოსაა კაკლოვანებთან.

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

მზესუმზირას თხილისა და ნიგვზის ნაცვლად მხოლოდ ცალკეულ ოჯახებში არ გამოიყენებენ. მას ფართოდ იყენებენ რესტორებში და მზა კვების ობიექტებში.

საიდან გაჩნდა ეს იდეა?

თხილის კუტურა დასავლეთ საქართველოშია პოპულარული, განსაკუთრებით სამეგრელოში , გურიასა და იმერეთში. საქსტატის 2016 წლის მონაცემების მიხედვით აქ 15.3 ; 7,2 და 3,4 ათსი ტონა თხილი იწარმოება. საქსტატის მონაცემებით 2017 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 82 მილიონი დოლარი შეადგინა.

დასავლეთ საქართველოში თხილის ცუდი მოსავლი ინვაზიური მწერისგან მიყენებული ზიანით იყო განპირობებული. აზიურმა ფაროსანამ მოსავლის 2/3 განადგურდა. ზარალის ერთ-ერთი მიზეზი თხილში სოკოვანი დაავადებაც იყო, რაც არადროული, არასწორად შეწამვლის ან საერთოდ შეუწამლობის გამო გაჩნდა, ერთ-ერთ მიზეზად 2017 წლის მეტეოროლოგიური (ჭარბტენიანობა) პირობებიც სახელდება.
"გასულ წელს პირადად ჩემი მეურნეობიდან 1 კგ. თხილიც კი არ მიმიღია. ასევე მოსავალის ნახევარი კოოპერატივის წევრებმაც ვერ მიიღეს", - ამბობს ლია მუხაშავრია.

ლია მუხაშავრია პროფესიით იურისტია და ბოლო რამდენიმე წელია თხილის წარმოებითაც აქტიურად არის დაკავებული. მოგვიანებით კოოპერატივიც ჩამოაყალიბა, რომელშიც, ლანჩხუთის რეგიონის 4 სოფლის 87 ოჯახია გაწევრიანებული.

"თხილის გაფუჭების მიზეზი ფაროსანასთან ერთად თხილის სხვა დაავადებებიც იყო. გურიაში თხილი ყველაზე ადვილად მოსავლელ პროდუქტად მიაჩნიათ და არ წამლავდნენ, თან გავრცელდა ხმა, რომ შესაწამლი პრეპარატები აზიანებდა არა მარტო მოსავალს, არამედ ტერიტორიას, ცხოველებს, ფუტკრებს და ა.შ. ამიტომ ყველა შეშინდა და შარშანდელი შეწამვლაც ჩავარდა. წელს კი თხილის კულტურას ქიმიური პრეპარატებით უკვე ამუშავებენ",- ლია მუხაშავრია.

ჩვენი რესპოდენტისთვის, უცხო არ არის თხილის და კაკლის მზესუმზირით ჩანაცვლების შემთხვევები. ის ამბობს, რომ არა მარტო გურიაში, არამედ იმერეთშიც და სხვა რეგიონებშიც რესტორნებსა და საკვებ ობიექტებში მსგავსი მდგომარეობის შესახბ ხშირად სმენია და თავადაც ჰქონია მსგავსი შემთხვევა.

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისა

"მართალია ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ არ მივესალმები ამ ფაქტს, რადგან თხილი, კაკალი და მზესუმზირა მნიშვნელოვნად განსხვავებული პროდუქტებია და მათი ჩანაცვლება არ არის სასარგებლო. მითუმეტეს სუნელებთან და სხვა ინგრედიენტებთან მათი შერევა" - ლია მუხაშავრია.

მომხმარებლის უფლებების დარღვევა

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", უკვე წლებია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მუშაობს. მათი ინტერაქტიური საიტი "momxmarebeli.ge" მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სურსათის საეჭვო ნიმუშებს ლაბორატორიულად იკვლევს. მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მზა პროდუქტის ეტიკეტსა და შემადგენლობას შორის სხვაობის დასადგენად მიმართა. მომხმარებელი ეჭვობს, რომ ნიგვზის მაგივრად პროდუქტში მზესუმზირა იყო გამოყენებული. ორგანიზაციამ პროდუქტის შესწავლა დაიწყოა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში ლაბორატორიები მსგავს ანალიზსს ვერ ატარებენ, საკითხი გამოსაკვლევი დარჩა. "momxmarebeli.ge"-ში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კაკლის მზესუმზირით ჩანაცვლების ფაქტი დადგინდებოდა, ეს ეტიკეტირების წესის დარღვევა იქნებოდა, რომელზე რეაგირებაც სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა.

მზესუმზრის წარმომავლობა

მზესუმზირის თესლი გაურჩეული თუ გაურჩეველი საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან. იმპორტის მაჩვენებლმა 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 1მილიონ 837 ათასი დოლარი შეადგინა.

ამბავი თხილის მზესუმზირით ჩანაცვლებისათუ გადავხედავთ წინა წლების სტატისტიკას, რაოდენობა ყოველწლირად იზრდება. თუ 2015 წელს საქართველოში 3მლნ. 226 ათასი დოლარის მზესუმზირა შემოვიდა, 2016 წელს ამ რაოდენობამ 4მლნ. 746 ათას დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2017 წელს 6მლნ. 257 ათასზე მეტია.

[ავტორი: თინათინ ფერაძე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რამ შეჭამა თხილი?!
როგორია აზიური ფაროსანას გავლენა თხილის მოსავლის ხარისხზე
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები თხილის ბიომეურნეობებში
მთავრობის სხდომაზე თხილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა [R]
რამ გააფუჭა თხილი - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნა
სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
სეს-ის რეკომენდაციები - როგორ დავიცვათ თხილის კულტურა აზიური ფაროსანასგან