FM97.5 / LIVE

‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა 23.05.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი მინაძე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მომიჯნავე 33 სოფელიდან ერთ-ერთია, სადაც ნავთობკომპანია BP და მისი პარტნიორები უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერენ მილსადენის გასწვრივ მდებარე თემებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

ამირან ბარძიმაძე პროექტის ერთ-ერთი ახალგაზრდა ბენეფიციარია, რომლის საქმიანობა გასცდა სოფლის არეალს და წარმატება მოიპოვა მუნიციპალიტეტში.

"სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მაშინ ბიზნეს თავგადასავლებზე უფრო ვოცნებობდი ვიდრე - იურისტობაზე. ვფიქრობდი, რომ ბიზნესში უფრო ძლიერი ვიქნებოდი ვიდრე სხვა რომელიმე სფეროში".

ბიზნესის მართვის სფეროში შეძენილი პირველი გამოცდილება უკავშირდება საფეხბურთო ჩემპიონატს. ზაფხულის ცხელი დღეები იყო და ჩემპიონატიც ახლოვდებოდა, ფეხბურთის გულშემატკივრები ეძებდნენ მყუდრო ადგილს, სადაც იქნებოდა სიგრილე და შეძლებდნენ ექომაგათ საყვარელი გუნდისთვის. ამირანის ბიზნეს ალღოს არ გამოჰპარვია საგანგებო მზადება და სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა - მდინარის პირას არსებული ფაცხები გადაექცია ჩემპიონატის ქომაგების თავშეყრის ადგილად.

ეკრანზე საყვარელი გუნდის თამაში, ირგვლივ ბევრი ხმაურიანი გულშემატკივარი და ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა, ერთიანად იზიდავდა როგორც აქტიურ ქომაგებს, ისე სოფელში ჩასულ დამსვენებლებსაც.

პურის საცხობის გახსნის იდეა დასაბამს სწორედ ამ პერიოდიდან იღებს. პური, რომ ფართო მოხმარების პროდუქტი იყო და კონკურენციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა - ეს უცხო არ ყოფილა ამირანისთვის, თუმცა მისი სურვილი - ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული კუთხით წარდგენილიყო, არ ეწინააღდეგებოდა მოცემულობას.

"მინაძის პური" მართლაც, რომ ახალი სიტყვაა ადგილობრივ ბაზარზე და წარმოადგენს სოფლის ერთგვარ სავიზიტო ბარათს, რომელიც დახლებზე გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაღალი ხარისხი და მისაღები ფასი, თანაც ადგილობრივი წარმოება, განსაკუთრებული გემური თვისებებით საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის.

საწარმო, რომელიც ასაქმებს 13 ადამიანს და სოფლის გარდა ამარაგებს ქალაქში არსებულ 40 მაღაზიას, თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად შეიქმნა.

"მე მქონდა მხოლოდ იდეა და გასარემონტებელი შენობა, გამოცდილება კი არავითარი-ცომი როგორ უნდა მომეზილა ეგეც არ ვიცოდი. მეგობრებისგან გავიგე პროექტის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" შესახებ და დიდი სიხარულით შევხვდი გამოცხადებულ კონკურსს, ოპტიმისტი ვარ და ვიფიქრე, რა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანმა ვერ შესძლოს, თუკი ამას მოინდომებს-თქო".

კონკურსის ეტაპები წარმატებით გაიარა, მოიპოვა თანადაფინანსება და შეიძინა საჭირო ინვენტარი, თავისი თანამონაწილეობით გაარემონტა შენობა და მოიძია ხაბაზი, რომელთან ერთად თავადაც მუშაობდა.

"თავიდან 50 პურს ვაცხობდით, ძირითადად ღამე ვმუშაობდით, რომ დილით ახალი პური დაგვეხვედრებინა ჩვენი მომხმარებლებისათვის".

მომხმარებლების რაოდენობის მკვეთრმა მატებამ, ხელი შეუწყო წარმოების ზრდას, რამაც თავის მხრივ გაზარდა საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. შემდეგ გაჩნდა ბრენდირებისა და პროდუქტის სოფლის გარეთ გატანის იდეა. თავდაპირველად დისტრიბუციას საკუთარი მსუბუქი ავტომობილით ახდენდა, თუმცა რადგან ახალგაზრდა მეწარმე, მიღებული მოგების 80% ბიზნესის განვითარებაში ხარჯავდა, მალევე შეიძინა მიკროავტობუსი და დამატებით ორი დისტრიბუტორი დაასაქმა, რომლებიც რეგულარულად ამარაგებდნენ მაღაზიებს "მინაძის პურით".

პროექტში "ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივა" წარმატებით მონაწილეობის შემდეგ, ამირანმა ბედი სცადა "აწარმოე საქართველოს" მიერ გაცხადებულ კონკურში, რომელიც ასევე წარმატების მომტანი აღმოჩნდა მისთვის. მოპოვებული თანადაფინანსებით შეიძინა შესაფუთი აპარატი.

"ვფიქრობ, გზა წარმატებისკენ აგებულია, წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს განსახორიცელებელი, თუმცა აქამდე განვლილმა გზამ თავდაჯერებულობა შემმატა და უკვე აღარაფრის მეშინია".

რეგიონული განვითარების ასოციაცია


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]


პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის
ახალციხეში პური გაძვირდა
უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]