FM97.5 / LIVE

ადიდებულმა ხევმა ახალციხეში მიქელაძეების სახლი დატბორა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2018
ახალციხეში, დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული ე.წ. ღრელის წყალი მიქელაძეების სახლში შევარდა და პირველი სართული დატბორა. მოვარდნილმა ნიაღვარმა მათ ეზოში დასაწყობებული სამშენებლო მასალაც წაიღო.

ადიდებულმა ხევმა ახალციხეში მიქელაძეების სახლი დატბორა

ხევი დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე, 22 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ადიდდა.

„საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, სახლში ვიყავით ყველა. ჩემი სახლი ხევთან ძალიან ახლოსაა და ადიდებულმა წყალმა პირდაპირ კედელს დაარტყა. აქ სახლს ვაშენებთ და ეზოში რაც კი იყო ბლოკი, რკინები თუ ცემენტი, ყველაფერი წყალმა წაიღო“, – გვიყვება დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე N13–ში მცხოვრები შორენა ცინაძე.

მისი თქმით, პირველ სართულზე ავეჯი დასველდა, თუმცა მისი გამოტანა დროულად მოასწრეს: „პატარა ფარდული გვაქვს გვერდით და ჩემმა მეუღლემ იქ გაიტანა. დროულად მოვასწარით ღორის და ქათმების გამოყვანა, თორემ მათაც წყალი წაიღებდა“.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე სტიქიის შედეგად ცინაძეებისთვის მიყენებული ზარალი გუშინვე შეისწავლეს: „დღეს დილიდან ტექნიკა მათ ეზოში მუშაობს და ქვა–ღორღისგან გაწმენდაში ვეხმარებით“.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზიანა. დაიტბორა ადგილობრივების ნაკვეთები წყალთბილაში, სხვილისსა და ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში. ასევე, დაზიანდა შიდა გზები და ხიდები.

ადიდებულმა ხევმა ახალციხეში მიქელაძეების სახლი დატბორა

ადიდებულმა ხევმა ახალციხეში მიქელაძეების სახლი დატბორა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყალთბილაში  სამი ადგილობრივის ეზო ამ დრომდე იტბორება
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა
ადიდებულმა მდინარემ სოფელ არალში ნაკვეთები დატბორა
ახალციხეში, დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრებლები ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ
„აღარც ღობეებია აღარც ნათესები“–წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ [photo/video]
წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს