FM97.5 / LIVE

ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა 22.05.2018
ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ვარხანი ესაზღვრება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, რომლის ფარგლებშიც, ნავთობკომპანია BP და მისი პარტნიორები უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერენ მილსადენის გასწვრივ მდებარე თემებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

სოფელში მცხოვრები 191 შინამეურნეთათვის, ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და მომსახურება განვითარების საწყის ეტაპზეა. ალბათ, სწორედ ამიტომ იქცევს ყურადღებას სოფლის ცენტრალურ გზაზე განთავსებული წარწერა "სტომატოლოგიური კაბინეტი".

ვარხანში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანში გაკვირვებას იწვევს და შეიძლება დაუჯერებელიც კი არის, რომ სოფელში შეიძლება არსებობდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, ხოლო თავად, იზა ბაქრაძისთვის კი ეს მიღწეული მიზანია, რომლის მისაღწევად უამრავი სირთულე გადალახა.

ყველაფერი კი ბავშვური გატაცებით დაიწყო, ოჯახის წევრები ამჩნევდნენ მის გამძაფრებულ ინტერესს სამედიცინო სფეროს მიმართ და მათი მოლოდინი მაშინ გამართლდა, როდესაც იზამ სკოლის პერიოდშივე გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა სამედიცინო მიმართულებით.

ვინაიდან რეგიონში არ არსებობს სამედიცინო სასწავლებელი, იზა იძულებული გახდა განათლების მისაღებად სოფლიდან დედაქალაქში წასულიყო. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან მიიღო სტომატოლოგის ლიცენზია, როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული მიმართულებით.

"როდესაც სწავლა დავასრულე დავდექი არჩევანის წინაშე, ან უნდა დავრჩენილიყავი თბილისში და მემუშავა კლინიკაში, ან წავსულიყავი სოფელში, სადაც თვითრეალიზაციის ნაკლები საშუალება მქონდა. შეიძლება გაგიკვირდეთ რატომ იყო ეს არჩევანი რთული, ერთი შეხედვით ნათელია რომელ მხარეს უნდა წახვიდე, მაგრამ მშობლები მყავდა ვარხანაში და ასევე ვიცოდი, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ სტომატოლოგიური მომსახურება. ვგრძნობდი, რომ სოფლად ხალხს უფრო ვჭირდებოდი".

იზამ რადიკალური ნაბიჯი თამამად გადადგა, უარი თქვა დედაქალაქსა და მის ქაოტურ ტემპზე და უკვე კვალიფიცირებული სტომატოლოგი დაუბრუნდა სოფელს.

რადგან, ვარხანში არ არსებობდა სტომატოლოგიური კლინიკა, იზამ გადაწყვიტა პირველს დაეკავებინა ცარიელი ნიშა და ნაქირავებ ფართში დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. "საქმიანობის დაწყების პროცესში ყველაზე დიდ პრობლემას შესაბამისი აპარატურის და იარაღების უქონლობა წარმოადგენდა, რაც აფერხებდა ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ყოველთვიურად უნდა მეხადა ქირის გადასახადი - თვეში 80 ლარი, თან მეკეთებინა დანაზოგი, რომ ძირითადი ინსტრუმენტები შემეძინა, რომელთა გარეშეც მუშაობა უკიდურესად ძნელი იყო".

ახალბედა სტომატოლოგისათვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ გზა გატაცებიდან პროფესიამდე, ხოლო შემდეგ ბიზნესამდე დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. არასაკმარისი შემოსავალი და ვალდებულებები ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილის მიმართ კიდევ უფრო ართულებდა მის მდგომარეობას. ამას დაემატა შემოთავაზებები თბილისის კლინიკებიდან - უკვე მეორედ დადგა იგივე არჩევანის წინაშე, ცდუნება მაღალი იყო, წამოწყებული ბიზნესით იმედგაცრუებული და გაზრდილი ვალდებულებებით, იძულებული იყო მიეღო პრაგმატული გადაწყვეტილება. თბილისში წასვლის საკითხი უკვე რეალურად განიხილებოდა, რასაც თან გარკვეული სინანულის გრძნობაც ახლდა.

იზას ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა მაშინ, როდესაც "რეგიონული განვითარების ასოციაციამ" გამოაცხადა საგრანტო კონკურსი დამწყები მეწარმეებისთვის.

შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა და დარჩენილიყო სოფელში, იმედის მომცემი აღმოჩნდა მისთვის. "ჩემს იდეას, დიდიხნის სურვილს და უკვე აუხდენელ ოცნებას ფრთები საგრანტო შესაძლებლობამ შეასხა, BP-ის მიერ ინიცირებული პროექტით მივხვდი, რომ ახალი შანსი მომეცა, სასწრაფოდ გავეცანი კონკურსის დეტალებს და შევუდექი ბიზნეს იდეის წერას".

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მის ცხოვრებაში აღმასვლა. განვლილმა სირთულეებმა მისი ხასიათი კიდევ უფრო მტკიცე, ბრძოლისუნარიანი და მიზანსწრაფული გახადა. განცდა, "ჯობდა დავრჩენილიყავი თბილისში" გაქრა მაშინ, როდესაც შესარჩევი კონკურსი წარმატებით გადალახა, რამაც თავის მხრივ მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია შესძინა ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეს. ხოლო ბიზნეს-გეგმის წერის ტრენინგზე აითვისა ისეთი საკითხები, რაც აქამდე მისთვის უცხო იყო, მათ შორის ფინანსები და მარკეტინგი. მიღებული ცოდნა მან შემდგომში გამოიყენა საქმიანობის წარმატებით წარმართვისათვის.

ბიზნესის განხორციელების ადგილად სოფლის ცენტრალურ გზაზე არსებული ამბულატორიის შენობა შეარჩია, სადაც მოაწყო დადგენილი სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კლინიკა, შეიძინა თანამედროვე აპარატურა და აბრა, რომელიც სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად სოფელში. მარკეტინგული კუთხით მიღებულმა ინფორმაციამ, იზას უბიძგა საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვისა და გავრცელებისკენ. "სტომატოლოგი ვარხნიდან" უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

პაციენტები მომრავლდნენ, როგორც ვარხნიდან, ისე მიმდებარე სოფლებიდან.

"სტომატოლოგიურ კლინიკაში შექმნილი სასიამოვნო გარემო, ჰიგიენის მაღალი დონე და ექიმის კვალიფიკაცია, ხსნის ყოველგვარ ემოციურ დაძაბულობას", – გვეუბნება კლინიკაში ჩასაწერად შემოსული პაციენტი.

მოსახლების მოთხოვნიდან გამომდინარე თერაპიულ და ქირურგიულ მომსახურებას დაემატა, პროტეზირებაც. იზამ წარმატებით აწარმოა მოლაპარაკება სპეციალისტთან, რომელიც კვირაში რამდენჯერმე მიდის ვარხნის კლინიკაში და პაციენტებს უწევს სასურველ მომსახურებას. სამომავლოდ იზა გეგმავს დაეუფლოს ორთოდონტიას და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ორთოდონტიული მომსახურება, რისთვისაც მათ შორ მანძილზე წასვლა უწევთ, რაც დაკავშირებულია გაზრდილ ხარჯებთან.

წამატების ახალი ეტაპი დაიწყო როდესაც, "მიკრო და მცირე მეწარმეობის" საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების შემდეგ, გადადგმული ნაბიჯი უფრო თამამი, ხოლო ბარიერები უფრო ადვილად გადასალახი იყო. "პროექტის დასაწერად საჭირო იყო იდეის ნათლად წარმოჩენა, ანგარიშების სწორად წარმოება და სხვა უნარ-ჩვევები, რაც მე უკვე "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა"-ის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე ვისწავლე, ამიტომ ახალი პროექტის დაწერა არ გამიჭირდა, მოვიპოვე კიდევ ერთი თანადაფინანსება და შევიძინე პორტატული რენტგენი".

სტომატოლოგიური კლინიკის გახსნამ სოფელში, გარდა იმისა, რომ მოსახლეობისთვის შექმნა აქამდე არ არსებული მომსახურება, ასევე დასაბამი მისცა საზოგადოებრივი აქტივობების დანერგვას სოფელში და ხელი შეუწყო ბავშვებში ექიმის მიმართ შიშის დაძლევას.

ვარხნის საბავშვო ბაღმა დაგეგმა ღონისძიება "ვიზიტი ექიმთან" და სტუმრად ეწვივნენ იზას სტომატოლოგიურ კლინიკაში.

საბავშვო ბაღის მასწავლებელი ქალბატონი თეონა საუბარში აღნიშნავს: "ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ კაბინეტი და ინსტრუმენტები, რისაც ასე ძალიან ეშინიათ. იზამ აუხსნა თითოეულის ფუნქცია, მეტი თვალსაჩინოებისთვის გამოიყენეს დამხმარე მასალები, რამაც ბავშვების აღფრთოვანება გამოიწვია და დარწმუნდნენ, რომ საშიში სულაც არ არის".

წარმატებული ბიზნესი, ფინანსური დამოუკიდებლობა, პაციენტების კმაყოფილება და მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი პატივისცემა, დაფასება და სიყვარული 38 წლის იზა ბაქრაძის მოტივაციის მთავარი წყაროა. თავდაპირველად წამოწყებულ ბიზნესსა და ხელმეორედ წამოწყებულს შორის დიდ განსხვავებას ხედავს, აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის მიმართულებით მიღებული ცოდნის გარეშე წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდა. ასევე, საუბარში ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პროექტების არსებობით სოფელი ეკონომიკურად ძლიერდება, დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა უჩნდებათ დასაქმდნენ და ჰქონდეთ შემოსავლის წყარო, ხოლო მოსახლეობამ ადგილზე მიიღოს აქამდე არარსებული მომსახურება.

ინტერვიუ კიდევ გაგრძელდებოდა, რომ არა კლინიკაში შემოსული პაციენტი, რომელმაც ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ კბილი ასტკივდა ქალაქში, სადაც სტომატოლოგიური კაბინეტები მრავლადაა, თუმცა იზას გარდა უკვე სხვას ვერ ენდობოდა.

რეგიონული განვითარების ასოციაცია


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]


”მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის განვითარების ხერხემალი უნდა იყოს”
‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის რეგულაციები  მკაცრდება
თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]