FM97.5 / LIVE

დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2018
ახალციხეში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. იგი სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.

დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში

საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 22 მაისს, 14:00 საათზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
იგი მიზნად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

შეხვედრის ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდამ" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან პარტნიორობით განახორციელა.

შეხვედრაზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენლებმა რესპუბლიკის დამფუძნებელი მამებისა და კულტურის შესახებ ისაუბრეს.

"რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება ნოე ჟორდანია იყო. იგი მიწის მფლობელი გლეხის შვილი იყო, რომელმაც გარკვეული პერიოდი ისწავლა ვარშავაში ვეტერინარულ სასწავლებელში. შემდეგი პერიოდი კი თვითგანათლებას მიუძღვნა. იგი იმ პერიოდის პოლიტიკურად მნიშვნელოვან ფიგურებს დაუახლოვდა", – აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ირემაძემ.

შეხვედრაზე მან ასევე ისაუბრა 1919 წლის საქართველოს პირველ მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნების შესახებ და მასში ქალთა ჩართულობაზე – "26 ქალი კანდიდატი იყო რეგისტრირებული 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე. ისინი აქტიურ როლს თამაშობდნენ რესპუბლიკის საქმიანობაში, საკანონმდებლო საქმიანობაში, უკვე დამფუძნებელ კრებაში. მის გარეთ, საგანმანათლებლო კუთხით, ქალთა შრომის მიმართულებით იქმნებოდა ჯგუფები და მთავრობას წარუდგენდნენ ხოლმე წინადადებებს", – ამბობს ირაკლი ირემაძე.
მსგავსი ტიპის შეხვედრები 21–დან 25 მაისის ჩათვლით საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდება.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის პროექტი უწევს.

დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
ახალციხელმა ახალგაზრდებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
საპრეზიდენტო არჩევნებს 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება