FM97.5 / LIVE

ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2018
გათიშული შადრევანი, დაკეტილი ტუალეტი, დაზიანებული ფილები და მცირე სცენა – ახალციხის ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოესწრო.

ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა

ახალციხის ხელოვნური ტბა ახალ სეზონს ისევ ჩაბნელებული შადრევნებით შეხვდა. დაკეტილია ტუალეტიც, ასევე, დაზიანებულია ფილების ნაწილი და წყალში შეჭრილი ხის სცენაც.

„ვიდრე უფრო დათბება და ხალხის რაოდენობა მოიმატებს ტბაზე, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – ამბობს ააიპ „ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე, რომელსაც ტბის მოვლა–პატრონობა ევალება და ამატებს, რომ ტუალეტში უკვე ყველაფერი მოწესრიგებულია, – „მაგრამ ვერავინ ვნახეთ ვინც იქ იმუშავებს. ამიტომ ჯერ ისევ დაკეტილია. იმედია, მალე მოვძებნით ასეთ თანამშრომელს და ტუალეტს გავაღებთ“.

რაც შეეხება გათიშულ შადრევნებს გიორგაძის თქმით, თბილისიდან უკვე ჩამოიყვანეს ის სპეციალისტი, რომელმაც 2012 წელს ამ შადრევნების პროექტი გააკეთა: „ახლა ის ადგენს ხარჯთაღრიცხვას და ამის შემდეგ ტენდერი გამოცხადდება“.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ტენდერი, ხელოვნურ ტბაზე წყალში შეჭრილი ხის სცენის მოსაწყობად გამოცხადდება: „მალე გადავალთ ტბაზე აშენებულ ადმინისტრაციულ შენობაშიც. აქ მხოლოდ ინვენტარი დაგვრჩა შესატანი. ასევე, გავაკეთებთ ტბის გარშემო ამოყრილ ფილებსაც“.

ახალციხის ხელოვნურ ტბაზე დასაქმებული შვიდი თანამშრომელია. ააიპ „ახალციხის ტბისა“ და მელიორაციის სამსახურის გაერთიანების შემდეგ ტბის ბიუჯეტი 233 000 ლარია.

ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა

[მარიამ ბარძიმაძე ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

დაკეტილი ტუალეტი და გათიშული შადრევანი – როგორ შეხვდება ტბა ახალ სეზონს
ახალციხის ტბაზე მსურველებს თევზაობა შეუძლიათ
ახალციხეში, სკვერებში სკამები და ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
ფეხბურთის მატჩები დიდ ეკრანზე
ახალციხის ტბაზე შადრევანი ამუშავდა