FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 21.05.2018
ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი არარატ საჰარიანი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.

ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს

შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბაზრის დირექტორიც დააკავეს. არარატ საჰარიანი სამართალდამცავებმა დღეს, 21 მაისს ახალქალაქში აიყვანეს. მას პირადი გამორჩენის მიზნით, 1 000 ლარად ბაზრის ტერიტორიაზე ფართის გაქირავების გამო ედავებიან.

საქმის მასალების მიხედვით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. ამიტომ ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება. რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

საჰარიანი შპს „ახალქალაქის ბაზრის“ დირექტორად 2014 წელს დაინიშნა.

„ამ შპს–ს უფროსად საჰარიანი ჩემი დანიშნული არ არის, ის ამ პოზიციაზე ოთხი წელია მუშაობს“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

შეგახსენებთ, რომ შპს „ახალქალაქის ბაზრის“ უფროსი კონტროლიორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 16 მაისს დააკავეს. მას აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]