სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

მთავარისიახლე, განათლება 21.05.2018
დღეს, 21 მაისს, მე–12 კლასელებმა გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ჩააბარეს. ქალაქ ახალციხის სკოლებში გამოცდებზე 333 მოსწავლე გავიდა.

უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

წლევანდელ სკოლადამთავრებულებს გამოცდა უცხო ენაში ჰქონდათ, ხოლო ბიოლოგიაში გამოცდა იმ მოსწავლეებმა ჩააბარეს, რომლებიც გასულ წელს ჩაიჭრნენ.

გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა.

ქალაქის ექვს სკოლაში გამოცდებზე 10 მოსწავლე ჩაიჭრა.

გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს კურსდამთავრებულები ქულებით არ ფასდებიან. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე ხედავს, არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან ბარიერი (ანუ, მიიღო თუ არა მინიმალური კომპეტენციის 5,5–ზე მეტი თუ ნაკლები).

„საშუალო სირთულის კითხვები იყო, ვფიქრობ, რომ ძლიერი და სუსტი მოსწავლეც ჩააბარებდა. ტესტებში შემხვდა დიალოგები, ტექსტები, გრამატიკა და პირობითი წინადადებები. ყველაფერი ის რაც სკოლაში ვისწავლეთ“, – ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ვედიაკოვი, რომელმაც გამოცდა უცხო ენაში ჩააბარა.

გამოცდის ჩაბარება არც მისი თანასკოლელის გვანცა ნოზაძისთვის იყო რთული: „გამოცდა საშუალო სირთულის იყო. თუ გაგიჭირდებოდა პასუხის გაცემა, პროგრამა შედარებით მარტივ კითხვას გთავაზობდა“.

ორივე გამოცდის შედეგები სკოლებში ასე გადანაწილდა:


N1 საჯარო სკოლაში გამოცდაზე შესული 92 მოანწილიდან ბარიერი ყველამ გადალახა.

N2 საჯარო სკოლაში 37 კურსდამთავრებულიდან სამი ჩაიჭრა.

N3 საჯარო სკოლაში 62–დან ორი ჩაიჭრა.

N5 საჯარო სკოლაში 98 კურსდამთავრებულიდან ხუთი ჩაიჭრა.

N6 საჯარო სკოლაში 30 მონაწილედან ბარიერი ყველამ გადალახა.

კერძო სკოლა „მზექას“ 14 კურსდამთავრებულიდან გამოცდა ყველამ ჩააბარა.
საატესტატო გამოცდები გუშინ, 20 მაისს დაიწყო.

მე–12 კლასელები ხვალ, 22 მაისს გამოცდას ისტორიასა და ფიზიკაში დაწერენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში
დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს