FM97.5 / LIVE

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა?

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2018
“არავის გვეძინა, მთელი ღამე ვუყურებდით როგორ გადადიოდა ცეცხლი ერთი ხიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე,” - იხსენებს სოფელ დაბაში მცხოვრები ირმა მაღრაძე 2017 წლის აგვისტოს ღამეს.

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა?

მაღრაძემ და მისმა თანასოფლელებმა იგივე სურათი ზუსტად ცხრა წლის წინაც ნახეს, როცა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსულმა მხარემ ბორჯომის ხეობას ცეცხლი წაუკიდა. მაშინ ტყე 700 ჰექტარზე დაიწვა.

შარშანდელი სტიქიის შედეგად ბორჯომსა და მის შემოგარენში 943 ჰექტარი ტყე განადგურდა. ეს ტერიტორია ქალაქ ბორჯომის ნახევარს უდრის. აქედან 706 ჰექტარი 2008 წელსაც გადაიწვა.

ხანძარს ხელისუფლება გასულ წელს მთელი კვირის მანძილზე ებრძოდა. სოფელ დაბასა და წაღვერის მაცხოვრებლების თვალწინ იმ დღეებში ბევრი რამ მოხდა. ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული რეაგირების შემთხვევაში ხანძრის მასშტაბიც და ზარალიც ნაკლები იქნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაღვერში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაუყონებლივ დაიწყო. გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა: ახსენებდნენ ცეცხლის განზრახ გაჩენას, რეციდივსა და დაუდევრობას. დღემდე არ ვიცით ხანძრის მიზეზები, რომელმაც სახელმწიფოს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა. რადგან მიზეზი უცნობია, მსგავს შემთხვევებთან ბრძოლა წელსაც რთული იქნება.

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა?

როდესაც დაბისა და წაღვერის მოსახლეობამ ხანძარი შენიშნა, მათ 112-ს სთხოვეს ვერტმფრენი გამოეშვათ, რადგან ცეცხლი მიუვალ ადგილზე იყო.

“თითქოს აგდებით მიპასუხეს, ასე უცებ, ხელის აქნევით ვერტმფრენი ვერ მოვაო,” – იხსენებს ირმა მაღრაძე.

ხანძრის ადგილას პირველად ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო–სამაშველო განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ. სამსახურის უფროსის მოადგილის, გოჩა მელიქიძის თქმით, სოფელ დაბაში მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ხანძრის კერამდე სამანქანო გზა არ მიდიოდა. თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ სპეციალური სამსახური ამის შესახებ თავიდანვე გააფრთხილეს .



“ვერტმფრენის და სპეციალური ტექნიკის მობილიზება ერთი ზარით არ ხდება და როდესაც უშუალოდ ჩვენ შევაფასეთ სიტუაცია, ადგილმდებარეობა, ხანძრის მასშტაბი, გავრცელების სისწრაფე, მყისიერად დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და მაქსიმალურად მოკლე დროში იყო ვერტმფრენი მობილიზებული,” – გვეუბნება მელიქიძე.

თუმცა, მისი თქმით, 30 ვერტმფრენიც რომ ყოფილიყო, ხანძარს თავიდანვე მაინც ვერ ჩააქრობდნენ, რადგან ცეცხლი ხმელ ბალახსა და ტოტებს ეკიდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდებოდა.

საქართველოს 30 ვერტმფრენი არ ჰყავს. რომც ჰყოლოდა, ისინიც ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეორე დღეს, გათენების შემდეგ ჩაერთვებოდნენ. ის ერთი ვერტმფრენიც, რომელიც სოფელ დაბაში იმავე საღამოს ჩაფრინდა, ასე მოიქცა - ცეცხლის ჩაქრობა აქტიურად მეორე დღეს დაიწყო.

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა?კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი, რევაზ გეთიაშვილი გვიხსნის, რომ რეაგირებისთვის პირველი ერთი საათი გადამწყვეტია, რადგან ამ პერიოდში უნდა გადაარჩინონ ადამიანები და იმოქმედონ ისე, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ. გეთიაშვილის აზრით, რეაგირებაში მეხანძრეებთან ერთად ჩართული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა, კერძო სექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობა.

“ამისთვის უნდა გვქონდეს წინასწარ მომზადებული გეგმა, განახლებადი დოკუმენტი, სადაც ფუნქციები და პასუხისმგებლობები არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ პიროვნულ დონეზე დეტალურად იქნება განაწილებული. აქვე უნდა იყოს დატანილი პასუხისმგებელი პირების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი,” – ამბობს გეთიაშვილი. ჩვენ ასეთი გეგმა ჯერ არ გვაქვს.

ხანძრით გამოწვეული ზარალი


დაბასა და წაღვერში გადამწვარი საკურორტო ტყე მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა, რადგან ტურისტები და დამსვენებლები იქ სწორედ ჰაერისა და ბუნების გამო ჩადიან.



მატერიალურთან ერთად დაბისა და წაღვერის მოსახლეობას ეკოლოგიური ზარალიც მიადგა. ტყე ფერდობზე მდებარეობდა, ნიადაგდაცვითი ფუნქცია ჰქონდა და მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფებისგან იცავდა.

ორგზის ხანძრისა და გრუნტის არასტაბილურობის გამო რევაზ გეთიაშვილი მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე მეწყერული პროცესები უფრო გააქტიურდება. ამიტომ სოფლები ეროზიული და ღვარცოფული პროცესების განვითარების საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.

ლია ჯმუხაძე სოფელ დაბაში, მთის ძირში ცხოვრობს. მის სახლთან ახლოს ტყე ორჯერ დაიწვა. 2008 წლის ხანძრის შემდეგ მის ეზოში კლდიდან მოწყვეტილმა ლოდებმა დაიწყო ცვენა. წვიმის დროს კი მთიდან ჩამოსული ნიაღვარი ეზოს რეცხავს.



იმისათვის რომ მდინარემ მეწყრული მასა ადვილად გაატაროს, გეთიაშვილის აზრით, ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირება მდინარის კალაპოტის გაფართოებით შეიძლება. დაბაში მდინარე გუჯარეთისწყალი ჩამოედინება.

გეთიაშვილის პოზიციას “ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილიც იზიარებს. “აი, ფაქტთან” ინტერვიუში იორდანიშვილი აღნიშნავს, რომ გეოლოგების ჯგუფი მდინარის კალაპოტის გამწმენდი სამუშაოების დასაგეგმად ადგილზე უნდა ჩასულიყო. თუმცა, გაზაფხული თითქმის მიიწურა და ჩვენი ინფორმაციით, კალაპოტი არავის გაუწმენდია. ბორჯომის მუნიციპალიტეტს, სამთავრობო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მხოლოდ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.

გარდა მოსახლეობის შემოსავლების კლებისა და მომატებული ეკოლოგიური საფრთხისა, ხანძარმა მატერიალური ზიანი გადასახადების გადამხდელ თითოეულ მოქალაქეს მიაყენა. ნათია იორდანიშვილი, “ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე ფიქრობს, რომ ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე დამატებით, დაახლოებით, 9-10 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

აღდგება თუ არა ბორჯომში ტყის დამწვარი ნაწილი?


“ეროვნულმა სატყეო სააგენტომ” სპეციალური ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ხანძრის მიუხედავად ნიადაგს ნაყოფიერების ფუნქცია არ დაუკარგავს.

“რადგან ნიადაგი ისევ ნაყოფიერია, მას თვითაღდგენის ფუნქციაც აქვს და ხეების დარგვა გარკვეული წესების დაცვით შესაძლებელია,” - ამბობს ნათია იორდანიშვილი, “ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე.

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა? თუმცა, ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა სოფელ დაბაშია, სადაც გასულ წელს ხანძარი მეორედ გაჩნდა. აქ ეროზიული კერა 250 ჰექტარზეა გავრცელებული.

იორდანიშვილი და გეთიაშვილი აღნიშნავენ, რომ ტყის აღდგენა მხოლოდ ზონების მიხედვით, ნიადაგის დამწვრობის ხარისხის განსაზღვრის შემდეგ უნდა დაიგეგმოს.

“თუ გვაქვს დამწვარი ნიადაგი, ჩვენ ვერ დავრგავთ სოჭს ან ნაძვს, რადგან ვერ იხარებს. ამიტომ, ჯერ უნდა გავაშენოთ ე.წ. პიონერი, ძირითადად, ბალახოვანი მცენარეები,“ –ამბობს გეთიაშვილი.

სატყეო სააგანეტოს ცნობით მიმდინარე წელს მცენარეული საფარის განახლება დაიწყება. ტყის აღდგენის პროექტის მიხედვით, დაბის მიმდებარედ უკვე განსაზღვრულია საპროექტო ფართობი და დასარგავ მცენარეთა სახეობები.

ხანძრით დაზარალებული სოფლები კი მცენარეების დარგვის სამუშაოების დაწყებას ელიან, რადგან სააგენტო ამ საქმეს ადგილობრივებს ანდობდა და ხელფასსაც უხდიდა. სოფელში მცხოვრებთ კი ამ ეტაპზე სხვა შემოსავლის იმედი არ აქვთ.



რა იწვევს ხანძარს?


შსს-მ 2017 წელს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრების 12 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, აქედან 2 საქმე შეწყდა, 10 კი ჯერ არ დასრულებულა. როდის დაასრულებენ მუშაობას გამომძიებლები და რა ფაქტებს გამოავლენენ, ამის თქმაც რთულია.

შსს-ს 2010-2015 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გამოძიება უმეტესად ვერ ადგენს რატომ ჩნდება ხანძარი. მონაცემების მიხედვით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებად ყველაზე ხშირად სახელდება “სხვა მიზეზები,” “დაუდგენელი მიზეზები” და “ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა".

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ გასულ წლებში სამცხე-ჯავახეთი ხანძარსაშიში ზონა ნაკლებად იყო. მაგალითად, 2012 წელს ამ რეგიონის ტყეებში სულ ცხრა მცირე ზომის ხანძარი დაფიქსირდა, 2013 წელს - სამი, 2014 წელს - ერთი, 2015 წელს - სამი, 2016 წელს - ერთი, 2017 წელს კი - 27. მიმდინარე გამოძიებამ იმასაც უნდა გასცეს პასუხი, რატომ გაიზარდა შემთხვევების რიცხვი ბოლო წელს დაახლოებით, ცხრაჯერ.

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა?ნათია იორდანიშვილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს ჩვენთან საუბრისას შსს-სგან არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ბორჯომის ხანძრის საქმეზე დაწყებული გამოძიება.

ირაკლი მაჭარაშვილი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ხანძრის ძირითად მიზეზებად შემდეგს ასახელებს:

• ტყის ტიპი - სამცხე–ჯავახეთის ტყეები უმეტესად წიწვოვანია და მაღალი ხანძარსაშიში კლასის ტყეს მიეკუთვნება. ამ ტიპის მცენარეთა საფარში ფისოვანი გამონადენი ადვილად ალდება და ხანძარიც სწრაფად ვრცელდება;

• კლიმატური პირობები - გასული ზაფხული ცხელი და უნალექო იყო;

• დაუდევრობა - ადამიანის დაუდევრობა ხანძრების მიზეზის შემთხვევათა 80 პროცენტშია;

• ტყის უსისტემო ჭრა - რაც იწვევს ტყის საფარის შეთხელებას, გაკაფულია ქვეტყისაგან და დატოვებულია დიდი რაოდენობით ნარჩენები, წიწვები, ხმელი ტოტები ან ნახერხი.

ნათია იორდანიშვილი გამორიცხავს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვერსიას, თითქოს, ცეცხლი უკანონო ჭრის დასამალად მიზანმიმართულად გააჩინეს. მისი თქმით, “ჭრების დასამალად ხანძრის გაჩენა არის საქმის შავით თეთრზე კერვა. თუნდაც, შსს რომ არ შევიდეს და მეტყევემ ნახოს, ხანძარი ჯირკს ვერ აქრობს. ძალიან მარტივად გამოსაკვლევია.”

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირებული უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 54 ფაქტიდან 22 სისხლის სამართლის დანაშაულია.

ვისწავლეთ თუ არა გაკვეთილი?


ხანძრის შემდეგ გაიზარდა მეტყევეთა რაოდენობა და შესაბამისად, მათ მიერ გასაკონტროლებელი არეალი სამჯერ შემცირდა. ამჟამად თითოეულ მეტყევს 4,000 ჰექტრამდე ტერიტორიის ფეხით შემოვლა უწევს, მანამდე კი საშუალოდ 8,000–დან 15,000 ჰექტარამდე ტერიტორიის კონტროლი ევალებოდა.

ნათია იორდანიშვილის თქმით, ხანძარზე პირველადი რეაგირება სწორედ მეტყევეების პასუხისმგებლობაა, ჩაქრობაზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურია პასუხისმგებელი.

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა?მეტყევეების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, იორდანიშვილს ხანძრის პრევენციის ერთ–ერთ საშუალებად ადგილობრივ მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მიაჩნია.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მათთან ამ თემებზე არავის უსაუბრია. “არავის უსწავლებია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. ჩვენი ახალგაზრდები გამოცდილები იყვნენ 2008 წლის ხანძრიდან გამომდინარე და თვითონ გაცვივდნენ ცეცხლის ჩასაქრობად,“ – ამბობს სოფელ დაბაში მცხოვრები ირმა მაღრაძე.

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მიუვალ ადგილზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად მხოლოდ მეხანძრეების, მეტყევეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკური შრომა საკმარისი არაა. რომ არა საერთაშორისო დახმარება და უცხო ქვეყნების ცეცხლმაქრი საჰაერო ტექნიკა, მატერიალური ზიანი კიდევ უფრო მეტი გვექნებოდა.

არსებული სახანძრო–სამაშველო სამსახურის ავტოპარკის 80 პროცენტი მოძველებულია, რასაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, შალვა ხუციშვილი ტელეკომპანია ”იბერიას” ეთერშიც ადასტურებს.

რა გვასწავლა ტყის ხანძარმა? ერთი თვის წინ მთავრობამ განაცხადა, რომ ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” “დელტასთან” ერთად საქართველოში ახალი ტიპის სახანძრო მანქანების წარმოებას დაიწყებს. სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა ორი სწრაფი რეაგირების მულტიფუნქციური სახანძრო მანქანის საცდელი ნიმუშის შესაქმნელად.

გასულ წელთან შედარებით ახლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 23 მილიონი ლარით მეტი აქვს სპეციალური ტექნიკის შესაძენად. ამ ფულით სააგენტო ახალი მიწაზე მავალი ტექნიკის შესყიდვას კი აპირებს, მაგრამ ცეცხლთან საბრძოლველად ვერტმფრენი ისევ არ გვეყოლება.

როგორ ფიქრობთ, ვისწავლეთ გაკვეთილი?


["სამხრეთის კარიბჭე", ნანუკა ბრეგაძე, "აი, ფაქტი"]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

12.10.2018 ‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

12.10.2018 ლაბორატორიული კვლევით გაირკვა, რომ ხეების ხმობის მიზეზი სოკოვანი დაავადებები არ არის

12.10.2018 ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ
შსს: დაბაში ხანძარი ლოკალიზებულია
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება