FM97.5 / LIVE

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.05.2018
აწყურის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი, პარალელურად კი ციხის ეზოში აღმოჩენილი ნაეკლესიარის შესწავლა მიმდინარეობს.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]

აწყურის ცეხეზე სამუშაოები სამხრეთ ციტადელზე მიმდინარეობს. წლის ბოლომდე აქ ე.წ. პირველი და მეორე ციხის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს, რაც კედლების და ქონგურების აღდგენას გულისხმობს.

აწყურის ციხეზე, სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი 2016–2017 წლებში მიმდინარეობდა. მაშინ ციხის ტერიტორია სპეციალურად დამონტაჟებული საბაგიროს დახმარებით ქვებისგან გაიწმინდა. პარალელურად კი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ციხეზე ნაეკლესიარი აღმოჩნდა. მისი შესწავლა კი ახლა მიმდინარეობს.

“რომელ საუკუნეებს ეკუთვნის ეს ეკლესია და ვისი სახელობისაა ჯერ არ ვიცით, ამ ყველაფერს სპეციალისტები დაადგენენ“, – ამბობს სამუშაოების კოორდინატორი და მხატვარ–რესტავრატორი რამაზ კორშია.

ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები, რაც ციხის გვირაბის აღდგენას გულისხმობს, მომავალ წელს ჩატარდება. აქ სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ივერთმშენი“ ახორციელებს. როგორც მისი დირექტორი ედიშერ ჯანჯულია ამბობს, სავარაუდოდ, ციხის რესტავრაცია მომავალი წლის ბოლოს, ან 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.



ციხის რეაბილიტაციასთან ერთად, მის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება, თუმცა ამისთვის ჯერ არც პროექტია შედგენილი და არც თანხაა გათვალისწინებული.

აწყურის ციხის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ფონდში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 626 000 ლარია დახარჯული, თუმცა რა თანხაა გათვალისწინებული ციხის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ამაზე არ საუბრობენ.

„პირველ საუკუნეში საქართველოს გაქრისტიანება გარკვეულ წილად აწყურის ციხესაც უკავშირდება. ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში ღამე პირველად აქ გაათია. მას პირველი სასწაულიც აქ მოუხდენია. ამ ციხის მთავარს და მის მეუღლეს შვილი გარდაცვლიათ. მათ ანდრია პირველწოდებულისთვის შვილის გაცოცხლება უთხოვიათ, მას კი გაუცოცხლებია. ამის შემდეგ, აქ მცხოვრები ყველა ოჯახი ქრისტიანულად მონათლულა“, – გვიყვება რამაზ კორშია.

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]

აწყურის ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან მდებარეობს. მატიანეში ის პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. ციხე სამხრეთიდან ბორჯომის ხეობას იცავდა. მისმა მშენებლებმა საუკუნეების წინ მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი. მათ სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა შექმნეს. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლებოდა. ამჟამად ციხის მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა. 2009 წლის 19 აგვისტოს ციხე ჩამოინგრა და 2013 წელს მასზე გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

აწყურის ციხის პრობლემას სპეციალისტები სწავლობენ
აწყურის ციხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს [Photo]
აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ახალქალაქის ციხის რესტავრაციამდე კონცეფცია მომზადდება
ახალციხის ციხის ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება
აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება