FM97.5 / LIVE

ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან

მთავარიეკონომიკა 19.06.2013
ბორჯომში საკურორტო სეზონი დაიწყო. დამსვენებლებს წელს კურორტში რამდენიმე ახალი სასტუმრო ელოდებათ. მართალია მათი სახით კერძო სახლების მფლობელებს კონკურენტები გაუჩნდათ, მაგრამ ბევრ ადგიოლბრივს ერთგული კლიენტის იმედი აქვს და სეზონის დაწყებას ოპტიმიზმით ხვდება.

ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
წელს ბორჯომს მეტი ტურისტი სტუმრობს

საკურორტო სეზონი ბორჯომში 1 ივნისიდან დაიწყო. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტებისა და დამსვენებლების დიდი რაოდენობა მაისის თვეშიც შესამჩნევი იყო.

ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, იანვრიდან დღემდე საინფორმაციო ცენტრს კონსულტაციისთვის 2000-მა მოქალაქემ მიმართა.

საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი, გასულ წლებთან შედარებით, 25 პროცენტით მეტია.

ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტი არტურ სტეფანიანი ამბობს, რომ კურორტს შედარებით დაბალბიუჯეტიანი დამსვენებლები და ტურისტები სტუმრობენ. თუმცა, ქალაქი მზად არის ნებისმიერი ფენის დამსვენებელს უმასპინძლოს.

ბორჯომში არაერთი სასტუმროა. ქირავდება კერძო სახლებიც.

”მართალია ჩვენს ქალაქში ინფრასტრუქტურა კარგ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ მაინც ბევრი დამსვენებელი გვყავს. ძირითადად დიდი ნაწილი დაბალბიუჯეტიანია, რაც ქალაქს არ ეტყობა. კარგი იქნებოდა, თუ რომანოვის სასახლე გაიხსნებოდა, რადგან შემოსულების 70% მის ნახვას ითხოვს, იქ კი ამ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს”, - ამბობს სტეფანიანი.

სტეფანიანის თქმით, ამ პერიოდში ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ ბორჯომის პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალი, უძველესი ეკლესია-მონასტრები და ციხეები.

”ტურისტებს ვთავზობთ ტურებს ვარძიასა და ახლციხეში. ასევე შეგვიძლია დვრეკოთ თბილისში და ექსტრემის მოყვარულებს მოვუწყოთ ჯომარდობა. ბორჯომ-ხარაგაულის პარკში არის საცხენოსნო ტრასები, ექსტრემალური და ნახევრად ექსტრემალური ველოსპორტი. დამსვენებლებს შეუძლიათ ნახონ გოგირდის აბანოები”, - ამბობს სტეფანიანი.

საიდან ელიან ყველაზე მეტ ტურისტს

წელს ბორჯომში ტურისტების ყველაზე დიდ რაოდენობას პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან ელოდებიან.

”შარშან პირველ ადგილზე ტურისტების რაოდენობით პოლონეთი იყო, წელსაც ყველაზე მეტ ტურისტს ისევ პოლონეთიდან და ისრელიდან ველოდებით. მაგრამ არიან ტურისტები, რომლებიც უფრო შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. შარშან გერმანიდანაც ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა”, - ამბობს სტეფანიანი.

ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით გასულ წელს ბორჯომს 11,900 ტურისტი ეწვია.

რისი ეშინიათ კერძო სახლების მფლობელებს

ბორჯომში ჩასულ დამსვენებლებს, გასული წლისგან განსხვავებით, წელს რამდენიმე ახალი სასტუმრო დახვდებათ.

”ერთი ახალი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე გაიხსნა. 48 ადამიანზეა გათვლილი და ძალიან კარგი მომსახურებაა, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებაც. ახლო მომავალში ორი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება”,- გვეუბნება სტეფანიანი.

დამსვენებლებს ტრადიციულად ელიან კერძო სახლების მფლობელებიც. აქ ერთი ღამის გათევის ფასი 10-15 ლარიდან იწყება. თუმცა, ადგილობროვები შიშობენ, რომ სასტუმროების მომრავლების გამო კერძო სახლები კლიენტებს დაკარგავენ.

”ყველაფერი მზად მაქვს, რომ დამსვენებლები მივიღო. მაგრამ, ბორჯომში იმდენი სასტუმრო გაიხსნა, რომ ალბათ კერძო სახლებში არავინ აღარ მოვა”, -
გვეუბნება ბორჯომში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი.

იგი ამბობს, რომ წელს ფასი არ გაუზრდია. ერთი ღამე ერთი ადამიანისთვის 15 ლარი ღირს.

ადგილობრივების ნაწილს ერთგული კლიენტების იმედი აქვს

ბორჯომში მცხოვრებთა ნაწილი სასტუმროების სახით კონკურენტს ვერ ხედავს. ისინი ამბობენ, რომ კერძო სახლებს თავისი კლიენტები მაინც ეყოლება.

”ველოდები დამსვენებლებს, უკვე დამირეკეს წინა წლის კლიენტებმა. ვფიქრობ, რომ ეს სასტუმროები ჩვენ არ შეგვიშლის ხელს და დამსვენებლები მაინც ეყოლება კერძო სახლებს, რადგან აქ შედარებით დაბალი ფასებია. პირობებიც ნორმალური გვაქვს”, - ამბობს ბორჯომის მკვიდრი ნანა გელაშვილი.

ბორჯომის ცენტრალურ პარკში დამსვენებლები უკვე შეიმჩნევა. მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ კერძო სახლებში ცხოვრობენ.

”სამი წელიწადია ბორჯომში ერთი და იგივე სახლში ვისვენებ. 15 ლარს ვიხდი ერთ ღამეში და ძალიან კმაკოფილი ვარ. ჩემი აზრით დამსვენებლების დიდი ნაწილი მაინც კერძო სახლებში დაისვენებს. არანეკლებად კარგი კომფორტია სადაც მე ვისვენებ იქ”, - ამბობს თბილისიდან ჩამოსული მარინა მათიაშვილი.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელებს საკურორტო სეზონმა იმედები გაუცრუა
ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
”ტურისტებს მარტო მშენებლობებით  ვერ მოვიზიდავთ”
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]
წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა