FM97.5 / LIVE

'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.05.2018
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, მოხალისეებთან ერთად, ამომრჩეველს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას ინფორმაცია საარჩევნო უფლებების შესახებ მიაწოდეს.

'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

დღეს, 20 მაისს, საინფორმაციო კამპანიის "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" ფარგლებში, ახალციხის საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვდნენ.

საარჩევნო უფლებების გაცნობასთან ერთად, მათ ადგილობრივებს ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქცია–მოვალეობების შესახებაც მიაწოდეს. გარდა ამისა, ამომრჩევლებს საინფორმაციო ბარათები დაურიგდათ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

"ჩვენი მიზანია გაძლიერდეს კომუნიკაცია ამომრჩეველსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის, გვინდა ამომრჩეველს ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საარჩევნო ადმინისტრაცია", – განმარტავს #37–ე ახალციხის სალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელი.

კამპანია "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. იგი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. გასვლითი შეხვედრების შემდეგ, დაგეგმილია საჯარო შეხვედრები უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში ამომრჩევლებთან და ჩართულ მხარეებთან. შეხვედრებზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია არჩევნების ისტორიისა და პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების თაობაზე; ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების, მიღწევებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ.

'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

'ვესაუბრებით ამომრჩევლებს' – საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია მოსახლეობას შეხვდა [Photo]
ადიგენის საოლქო კომისია გასვლით შეხვედრებს იწყებს
ადიგენის საოლქო კომისიაში ღია კარის დღე გაიმართა
ასპინძის საოლქო კომისიამ დასკვნითი საჯარო შეხვედრა გამართა
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა
საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა სია გამოიკვრება
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო [R]