FM97.5 / LIVE

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.05.2018
სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმმა, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლა. ამ აქციით, მუზეუმის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს ინიციატივას "მოდი ღამე მუზეუმში" შეუერთდა.

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

19 მაისს, რაბათის ისოტირულ კომპლექსში მდებარე მუზეუმში, ოთხი საათის განმავლოაბში, შესვლა უფასო იყო. აქციის "მოდი ღამე მუზეუმში" ფარგლებში, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ მუზეუმის ყველა დარბაზი დაეთვალიერებინათ.

პარალელურად, ახალციხის ციხის ციტადელზე განთავსებულ საკონფერენციო დარბაზში, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ისტორიული ღონისძიება მიმდინარეობდა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ციური ლაფაჩმა გახსნა, რის შემდეგაც, პროექტის არსზე ისტორიკოსმა და მუზეუმის თანამშრომელმა, ნატო ყრუაშვილმა ისაუბრა. მან ყურადღება ახალციხეში მუზეუმის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა – "ახალციხეში მუზეუმის დაარსება "ვინმე მესხის" ფსევდონიმით მოღვაწე პიროვნების, ივანე გვარამაძის სახელს უკავშირდება. 19–ე საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისიდან მან საკუთარ სახლში საოჯახო მუზეუმი დააარსა. გარდა ამისა, დადიოდა სამცხე–ჯავახეთის, აჭარისა და თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ქართულ სოფლებში, სადაც აგროვებდა ყველა მნიშვნელოვან ნივთს. აი ასე მოუყარა მან თავი განსაკუთრებულ ექსპონატებს", – განმარტა ნატო ყრუაშვილმა.

ზოგადი შესავლის შემდეგ, ღონისძიება ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა გააგრძელდეს. მათ 1918–1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ზრუნვის პერიოდი მიმოიხილეს და წარმოადგინეს თემები იმ პიროვნებების შესახებ, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იღვწოდნენ.

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.03.2019 საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება

22.03.2019 სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

"მოდი ღამე მუზეუმში" – სამინისტროს ინიციატივა ახალციხეში
"მოდი ღამე მუზეუმში" – ახალციხეში აქცია გაიმართა [Photo]
'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება
18 მაისს სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
„მოდი ღამე მუზეუმში"– სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს
რა იგეგმება სამცხე-ჯავახეთის  მუზეუმებში 21 მაისს
დღეს, 18 მაისს, ახალციხის ციხეში შესვლა უფასოა