FM97.5 / LIVE

პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’

მთავარისიახლე, სამართალი 18.05.2018
ახალქალაქის მერიის შპს “ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორის საქმეში დირექტორიც ფიგურირებს. პროკურორი აცხადებს, რომ კომერციული მოსყიდვა მათ ერთად განახორციელეს.

პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’

ამის შესახებ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა. დღეს, 18 მაისს, სასამართლომ ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. გამოძიების მტკიცებით მან ბაზარში ფართი პირადი გამორჩენის მიზნით გააქირავა და მოიჯარესთან ხელშეკრულება არ გააფორმა.

„ბრალდებული ახალქალაქის აგრარული ბაზრის დირექტორთან არარატ საჰარიანთან ერთად მოქმედებდა“, – აცხადებს ზურაბაშვილი და ამატებს, რომ ამ დრომდე საჰარიანი პასუხისგებაში მიცემული არ არის და ძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

საქმის მასალების მიხედვით, კონტროლიორი მ.ო. 11 მაისს, ბაზარში საწყობის ტერიტორიაზე, 50 კვადრატული მეტრი ფართის მიქირავებაზე ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურის თანამშრომელს ისე შეუთანხმდა, რომ მისი ვინაობის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა იმის გამო, რომ ფართის ღირებულება ბრალდებულს დირექტორთან უნდა შეეთანხმებინა მას შეხვედრა 14 მაისს დაუნიშნა. ამ დღეს კი ბრალდებული დირექტორთან არარატ საჰარიანთან ერთად სამინისტროს ოპერატიული სამსახურის თანამშრომელს 1 000 ლარად ფართის მიქირავებაზე გაურიგდა. ბაზრის თანამშრომლებს „მოიჯარესთან“ ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. ამიტომ მ.ო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ფართის გაქირავების სანაცვლოდ 1 000 ლარი აიღო.

„აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ბაზარს და არა მათ პირად ინტერესებს, თუმცა ასე არ მოხდა. საქმეში გვაქვს ვიდეო–მტკიცებულებებიც და მათი გამოკვლევა სასამართლოს სხდომაზე მოხდება“, – ამბობს პროკურორი.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„ის ფართი გააქირავა, რაც უნდა გაექირავებინა და ამაზე დააკავეს. ისიც კი არ აცადეს რომ ხელშეკრულება გაეფორმებინა, მაშინვე დააკავეს. ვფიქრობ, გასარკვევია ეს ქმედება საერთოდ სისხლის სამართლის საქმედ უნდა იხილებოდეს თუ არა“, – განაცხადა სასამართო დარბაზში ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

პროკურორმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება, ადვოკატმა კი 10 000 ლარის გირაო ითხოვა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მ.ო. ახალქალაქის ბაზარში 16 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება. რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზარი“ 2014 წელს ჩამოყალიბდა. მ.ო. კი აქ უფროსი კონტროლიორის პოზიცია 2017 წლის ოქტომბრიდან უკავია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]