FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს

მთავარი 18.06.2013
22 ივნისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართება, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

ახალციხის ციხე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ქუჩის კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატის - Red Bull King of the Rock 2013 - საქართველოს ოფიციალური შესარჩევი ეტაპი ახალციხეში გაიმართება. შეჯიბრში ერთმანეთს 64 მონაწილე შეხვდება; ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც სან-ფრანცისკოში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. ქართველი ფინალისტი პირველი ადგილისთვის 28 სექტემბერს ალკატრასის ციხის ეზოში მსოფლიოს 23 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებს.

Red Bull King of the Rock ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი პირველად 2010 წელს გაიმართა. ჩემპიონატის იდეის ავტორი რაჟან რონდო (Rajon Rondo) - NBA-ს ვარსკვლავი და „ბოსტონ სელტიქს“-ის (Boston Celtic) მოთამაშეა.

აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოში პირველად 2012 წელს ჩატარდა და მასში 21 წლის კალათბურთელმა ვატო თევზაძემ გაიმარჯვა. მასში მონაწილეობის მისაღებად წელს 250-მდე მონაწილე უკვე დარეგისტრირდა, მათგან 64 საუკეთესოს შერჩევა 15 ივნისს მზიურის კალათბურთის მოედანზე მოხდება.

ფინალი ყველაზე ცნობილი ამერიკული ციხის - ალკატრასის (Alcatraz) ეზოში ტარდება, რომელიც ასევე „კლდის“ სახელითაა ცნობილი. წელს უკვე მეოთხედ გამოვლინდება The King of the Rock – „კლდის მეფე“, რომელიც ჩემპიონის ტიტულისა და რაჟან რონდოსთან პირადი შეხვედრის გარდა 20 000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდოს მფლობელიც გახდება.

პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პარტნიორობით ხორციელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რედბულის ქუჩის კალათბურთში კვლავ ვახტანგ ქადარიამ გაიმარჯვა
Red Bull-ის აქცია ახალციხეში
Red Bull King of the Rock 2014 [Photo]
ვახტანგ ქადარია-წაგება და მოგება ძმები არ არიან, მოგება მოგებაა


რაბათში კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა