FM97.5 / LIVE

პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეკლამა 18.05.2018
საერთო საბაზრო ღირებულების, არსებული მარაგებისა და წარმოების მოცულობის მიხედვით, BP ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას.

პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებულ ინვესტიციებთან ერთად, კომპანია მხარს უჭერს მილსადენის გასწვრივ მდებარე თემებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“, რომელიც სამცხე-ჯავახეთის 33 სოფელში ხორციელდება.

ისტორიის თანახმად, ახალციხე ხელოსნობის აღიარებული ცენტრი იყო, სადაც ასეულობით წარჩინებული ოსტატი მოღვაწეობდა. წინაპრებისაგან ბოძებული ნიჭი უკვალოდ არ გამქრალა და განვითარება ჰპოვა ხელოსნობის სხვადასხვა დარგში.

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული დურგალი ცხოვრობს ვალეში. წლების წინ, პროფესიით ელექტრიკოსი კახა მერაბიშვილისთვის, სადურგლო საქმიანობა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. სამსახურიდან დაბრუნებული მოყვარულის დონეზე მოწყობილ პატარა სახელოსნოში მცირე შეკვეთებზე მუშაობდა, მაშინ არც უფიქრია, რომ მომავალში ჰობი მის პროფესიას ჩაანაცვლებდა.

ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია სამსახურის შეცვლა, გარდა ელექტრიკოსობისა მის კარიერაში მეხანძრეობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაც იყო. პარალელურად, ცდილობდა სადურგლო საქმიანობაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა და წლების მანძილზე ასწავლიდა პროფესიულ სასწავლებელში.

ხატვისა და ხაზვის ნიჭი, ინტერესი და სიყვარული დურგლობის მიმართ გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ორიენტაცია მაინც დურგლობისკენ აეღო, მიუხედავად მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა.

კახას მაშინდელი სახელოსნო არ იყო აღჭურვილი თანამედროვე ხელსაწყოებით და სხვადასხვა წვრილმანი იარაღებით, ამიტომ როდესაც მიდიოდნენ მასთან დიდი შეკვეთით, კახას ორი გზა ჰქონდა: ან წასულიყო ახლო მდებარე სოფლის სადურგლოში და სხვისთვის ეთხოვა, ან უარი ეთქვა შეკვეთაზე. არჩევანი უმეტესად კი შეკვეთაზე უარის თქმა იყო.

"მე ჩემი ხედვა მაქვს, გონებაში წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი გამოვა შეკვეთა და თუ უშუალოდ მე არ ვმუშაობ დაზგაზე, რაც არ უნდა ზუსტად ავუხსნა სხვას, ისეთი მაინც არ გამოდის როგორიც მე მაქვს ჩაფიქრებული".

პროექტის შესახებ შემთხვევით გაიგო, როდესაც შეკვეთაზე მისულ კლიენტს უარი უთხრა შესაბამისი დანადგარების არ ქონის გამო, მან კი ურჩია, რომ პროექტში "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" მიეღო მონაწილეობა.

"დადებითი განწყობით შევხვდი შემოთავაზებას, იმედი გამიჩნდა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მეგობრებმაც მირჩიეს და მეც დავუჯერე მათ, გადავწყვიტე დამეწერა ბიზნეს იდეა".

დამწყებმა მეწარმემ წარდგენილი ბიზნეს იდეით მოწონება დაიმსახურა და მას შემდეგ ძველი მოწყობილობები შეიცვალა თანამედროვე დანადგარებით, სახელოსნოს თაროები შეივსო სხვადასხვა იარაღებით, რამაც კახას მოტივაცია ერთიორად გაზარდა და მის საქმიანობას მეტი ხიბლი შესძინა.

"დაფინანსების მოპოვების შემდეგ შევიძინე ზუსტად ის იარაღები რაც ყველაზე მეტად მაკლდა და მჭირდებოდა. შესაძლებლობები გამეზარდა და ჩემთან მოსულ კლიენტს უარით აღარ ვისტუმრებდი, შესაბამისად გაიზარდა შემოსავალი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავდა".

პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]დღეს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კახას სამზარეულოები და მის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, ახლა უკვე ღიმილით იხსენებს იმ დროს, უარით რომ ისტუმრებდა კლიენტებს.

ერთ წარმატებას მეორე მოჰყვა, როდესაც გამარჯვება მოიპოვა "მიკრო და მცირე მეწარმეობის" პროექტში და საამქრო უფრო გააფართოვა.
ვინაიდან, კახას საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია დაზგებთან და ბასრ იარაღებთან, უსაფრთოხების დაცვა მისი მთავარი პრინციპია.

"როდესაც აქტიურად დავკავდი დურგლობით, ვიგრძენი შიში, რომ მე ან ვიღაც შეიძლება დაზიანდეს ჩემი მუშაობით, ამიტომ უსაფრთოხების დაცვა ჩემთვის მთავარია. ერთ შეკვეთას დავასრულებ თუ არა, მაშინვე ვასუფთავებ საამქროს და არ დავკეტავ სანამ არ შევამოწმებ და დავრწმუნდები, რომ დენის ცენტრალური ჩამრთველი გამორთულია. აქტიურად ვიყენებ ხელთათმანს, სათვალეს და პირბადეს".

წარმატებით გადადგმულმა ნაბიჯებმა თანდათან შეცვალა მისი ხედვა, ამას დაემატა კმაყოფილი მომხმარებლების მაღალი რიცხვი, რამაც მეწარმე უფრო თავდაჯერებული გახადა და თამამად მიიღო კრედიტის აღების გადაწყვეტილება.

"იმისათვის, რომ ჩემი მომსახურება უფრო მეტად დახვეწილი და კლიენტზე მორგებული ყოფილიყო გადავწყვიტე დამემატებინა შეკვეთის ადგილზე მიტანის სერვისიც, რისთვისაც მჭირდებოდა შესაბამისი ტრანსპორტი, ამიტომ ავტომანქანის შესაძენად ავიღე სესხი და არ მეშინია იმის, რომ გადახდას ვერ შევძლებ".

პროფესიონალურ დონეზე შესრულებული და დათქმულ დროს მიღებული შეკვეთა განაპირობებს კლიენტების ჭარბ რაოდენობას. ამას ემატება ნდობის ფაქტორი, კლიენტებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვიანი მოხმარების შემდეგ თუ რაიმე დაზიანება იჩენს თავს კახას შეუძლია მივიდეს ადგილზე და შეამოწმოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაკეთოს დაზიანება.

შეკვეთების რაოდენობის მატებასთან ერთად, კახამ დამხმარედ აიყვანა თავისი მოწაფე პროფესიული სასწავლებლიდან. შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მიწოდებასთან ერთად, კიდევ ერთ ადამიანს უჩნდება შემოსავლის წყარო და დამატებითი სწავლის შესაძლებლობა.

ალბათ, მკითხველსაც იგივე წარმოდგენა შეექმნა მოწაფეზე, რაც თავდაპირველად მე - რომ მოწაფე იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მონდომებით ისწავლა ხელობა და იმავე მონდომებით აგრძელებს მუშაობას. დიახ, ყველაფერი სწორედ ასეა, მხოლოდ საუბარია შუახნის ასაკის მამაკაცზე, რომელიც რამდენიმე წელია დაბრუნდა საქართველოში და კახას მეშვეობით დაეუფლა დურგლის სპეციალობას. ბატონი მალხაზი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, რომ სწავლა არასოდეს არის გვიან, აქტიურად ეხმარება კახას და ასევე თავადაც მუშაობს სხვადასხვა შეკვეთებზე.

კახა შრომისმოყვარეობასთან ერთად მიზანდასახულიცაა, რამაც ხელი შეუწყო საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია. განვითარების მიზნით მუდმივად ინოვაციებისა და სიახლეების ძიებაშია. ინტერნეტის საშუალებით ღებულობს დამატებით ინფორმაციას და თავადაც აწარმოებს დაკვირვებას ტენდენციებსა და მომხმარებლებზე. სამომავლოდ აპირებს საქმიანობის სფეროს გაფართოებას და ახალი მომსახურების დამატებას.
ინტერვიუ დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ხელობასთან დაკავშირებით მოსმენილმა ისტორიებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მის მასწავლებლობის განსაკუთრებულ უნარს და მცდელობას, რომ ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება, ასევე გააღვივოს მათში პრინციპულობა-ისეთი როგორც თავად გააჩნია. კახას ფრაზამ "თქვენთან თანამშრომლობა უკვე ისედაც განსაკუთრებული რამაა ჩემს ცხოვრებაში" პასუხი გასცა ინტერვიუსთვის მომზადებულ მომდევნო კითხვებსაც და განსაკუთრებულ ნოტაზე დასრულდა შეხვედრა.

რეგიონული განვითარების ასოციაცია


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
 ცხრა შვილიანი ოსტატის  შედეგიანი შრომა - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]


თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]
ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის
'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]
უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]