FM97.5 / LIVE

ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2018
თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიიდან მრევლი და სასულიერო პირები შეურთდნენ.

ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა

დღეს, 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში აქციები გაიმართა. მათ დილიდანვე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით შეუერთდნენ.

„ეპარქიის მრევლთან ერთად, თითქმის ყველა ეკლესიიდან, სამარშრუტო ტაქსებით ორგანიზებულად წავედით. ვისაც თბილისამდე ჩამოსვლის საშუალება ჰქონდა, ყველა აქ არის. ოჯახის სიმტკიცის დღეს მთელი ქვეყნის მრევლი აღნიშნავს, ამიტომ ჩვენც ჩამოვედით და ვუერთდებით საყოველთაო დღესასწაულს“, – ამბობს მღვდელი ნიკოლოზ აბრამიშვილი.

მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მღვდელი გიორგი ქურდაძე ამბობს, რომ იგი ოჯახთან ერთად თბილისში აქციაზე საკუთარი ინიციატივით წავიდა: „აქციის მონაწილეების ნაწილი დილით ქაშუეთში წირვას დაესწრო, ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე შემოგვიერთდა. აქ საქართველოს ყველა კუთხიდან არიან".

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე თავისი საერთაშორისო მნიშვნელობით, პირველად 2011 წელს აღინიშნა და მას შემდეგ არცერთ აქციას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე მწვავე, 2013 წელი იყო, როდესაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ადამიანებს სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ შეკრებასა და მანიფესტაციაში შეუშალა ხელი.

2014 წლის 11 მაისს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გამოაცხადა, რომ 17 მაისს ეკლესია "ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღეს" აღნიშნავს. ამის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

12.12.2018 GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

12.12.2018 ბორჯომსა და ასპინძაში სოციალური კარადები დადგეს

12.12.2018 ‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის  ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციას შეუერთდა
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს
პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა
მსვლელობა თბილისში 'ოჯახის სიმტკიცის დღეს' [Photo]