FM97.5 / LIVE

მექვსე სკოლის პედაგოგებს საყვედურები გაუუქმეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2018
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში მასწავლებლებს მედლების საქმესთან დაკავშირებით მიღებული გაფრთხილებები გაუუქმეს.

მექვსე სკოლის პედაგოგებს საყვედურები გაუუქმეს
მეექვსე სკოლის ცხრა მასწავლებელმა გაფრთხილება და ერთმა საყვედური მედლების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალში გადასწორებული ნიშნების გამო, გასულ წელს მიიღო.
პედაგოგებმა დაკისრებული სახდელის გაუქმების შესახებ დისციპლინურ კომიტეტს ორჯერ მიმართეს. პირველად საქმე განუხილველი დარჩა. მაშინ მიზეზად ის დასახელდა, რომ მედლების საქმეს უკვე სასამართლო იხილავდა. მეორე მიმართვის შემდეგ კი პედაგოგების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამ დროისთვის სასამართლოში საქმის განხილვა დასრულებული იყო.

„დისციპლინურმა კომიტეტმა მომმართა, რომ გაფრთხილებები გამეუქმებინა და გასულ კვირას დავაკმაყოფილე. მიზეზი ისაა, რომ იანვრის შემდეგ პედაგოგებმა კარგი შედეგები აჩვენეს, ჩაატარეს ღონისძიებები, მათემატიკოსებმა ოლიმპიადაში გაიმარჯვეს და თასი ისევ ჩვენია. ჟურნალებშიც ამ წელს შეცდომები თითქმის აღარ ყოფილა“, – ამბობს სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.

პედაგოგების განცხადებით, გია კაპანაძის განმარტება იმის შესახებ, რომ მათ გაფრთხილებები უკეთესი მუშაობის გამო მოუხსნა, სიცრუეა.

„სახდელების გაუქმება სასამართლომ დააკისრა, ეს თვითონ არ გადაუწყვეტია. ამ ყველაფრის გამო სექტემბრიდან დასტრესილები ვართ, ამიტომ ჩვენი მუშაობა დაეცა. მოსამართლემაც დაინახა, რომ აქ პედაგოგები არაფერ შუაში იყვნენ“, – ამბობენ მასწავლებლები.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მასწავლებლებისთვის დისციპლინური სახდელის გაუქმების შესახებ არაფერი წერია, თუმცა, მოსამართლემ ამის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ისაუბრა: "სასამართლოსაც მოსდის ტენქიკური შეცდომები და მერე გამოგვაქვს განჩინება უზუსტობის აღმოსაფხვრელად. მე პედაგოგებს დისციპლინურს არ გამოვუცხადებდი“.

მექქვსე საჯარო სკოლის პედაგოგი მაია მექვაბიშვილი ამბობს, რომ მისი შეცდომა მართლაც ტექნიკური იყო: „მე მქონდა შეცდომა, მაგრამ 30 წელი რომ სკოლაში მუშაობ და ერთ შეცდომაზე რომ დაგიჭერენ და მაშინვე საყვედურებს და გაფრთხილებას გიწერს დირექტორი, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ჩასაფრებულია.მთელი წელიწადი ომში გავატარეთ. ეს დაეტყო სწავლის ხარისხსაც".

პედაგოგების განმარტებით მედლების საქმესთან დაკავშირებით, სკოლაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ.

„სასწავლო პროცესს ვცემთ პატივს. ბავშვები გადიან გამოცდებზე, ჩვენც ბევრი საქმე გვაქვს. პროცესს რომ ხელი არ შეეშალოს ამ ეტაპზე ვართ გაჩუმებულები. ამის შემდეგ ვნახოთ რა მოხდება, დირექტორმა უნდა გაიგოს რომ აქ პედაგოგიური საბჭოა მთავარი. თითოეული პედაგოგის აზრია მნიშვნელოვანი. ღონისძიებები ამ სკოლაში ყოველთვის იმართებოდა და ეს არ არის მიზეზი რის გამოც დირექტორმა გაფრთხილებები მოგვიხსნა“, –აცხადებენ პედაგოგები.

შეგახსენებთ, რომ მეექვსე სკოლის ორი კურსდამთავრებულის მშობელმა, სკოლის ადმინისტრაციას სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ მათი შვილები ოქროს მედლებზე ხელახლა არ წარადგინა. მშობლებმა სკოლას პროცესი მოუგეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მასწავლებლები მედლების საქმეზე მიღებული გაფრთხილებების გაუქმებას ითხოვენ
მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
სასამართლომ მედლების საქმეზე მშობლების სარჩელი დააკმაყოფილა
მედლების საქმეზე მეექვსე სკოლის მასწავლებლები დირექტორს უპირისპირდებიან
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს
მედლების საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება
მეექვსე სკოლა ხუთი მოსწავლიდან მედალზე ხელახლა ორს წარადგენს