FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 16.05.2018
ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს.

ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.ო. ახალქალაქის ბაზარში დღეს, 16 მაისს აიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით, მან ბაზარში მოქალაქეს პირადი გამორჩენის მიზნით ფართი მიაქირავა, რაშიც 1 000 ლარი აიღო, თუმცა ეს ოფიციალურად არ გააფორმა, ანუ მოქალქესთან შესაბამისი ხელშეკრულება არ დადო.

როგორც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედება. რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზარი“ 2014 წელს ჩამოყალიბდა. მ.ო. კი აქ უფროსი კონტროლიორის პოზიცია 2017 წლის ოქტომბრიდან უკავია.

„რა მოხდა დეტალები არ ვიცი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წერილობით მოითხოვა ამ შპს–ს კუთვნილი ყველა დოკუმენტი და გადავეცით“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

მ.ო–ს ჯერ ბრალი არ წარდგენია, შესაბამისად უცნობია ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2018 ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

13.11.2018 დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ ბავშვები დაუბრუნეს

13.11.2018 ახალციხის სკოლაში ბულინგის შემთხვევებს სახალხო დამცველი შეისწავლის

13.11.2018 ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალქალაქში წყალმომარაგების კომპანიის უფროსი დააკავეს
ნინოწმინდაში სახელმწიფო ქონების თაღლითურად დასაკუთრებისთვის ერთი პირი დააკავეს