FM97.5 / LIVE

რაბათის გავლით ნეპალში

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2018
ბირგიტი და რალფი გერმანიის ქალაქ შტუდგარტიდან ნეპალში საკუთარი მოტოციკლებით, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის გავლით მიდიან. ცოლ–ქმარი ახლა სამცხე–ჯავახეთშია, „ახალციხის ციხისა“ და ვარძიის მოსანახულებლად.

რაბათის გავლით ნეპალში

ნეპალში ჩასვლის სურვილი დიდი ხნის წინ გაუჩნდათ, თუმცა საკუთარი ოცნების გზას, მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეუდგნენ: „1998 წელს გავიგეთ ნეპალის კულტურის და იქაური ხალხის შესახებ, ორივე შთაბეჭდილებების ქვეშ მოვექეცით და ნეპალის ნახვა ოცნებად გვექცა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად, ოცნების ახდენის დრო მოვიდა“, – გვეუბნება ბირგიტი.

55 წლის რალფი პროფესიით მექანიკოსია. მოგზაურობის ტრანსპორტით უზრუნველყოფაც მისი დამსახურებაა. BMW–ს მარკის მოტოციკლები სპეციალურად დიდი გზისთვის, საკუთარი ხელით გადააწყო: „მოტოციკლის ინტერესი, მთელი ცხოვრებაა თან მდევს. ბავშვობიდან „ვუჩხიკინებდი“ ძრავებს. საბედნიეროდ, 4 000 კილომეტრი უკვე ისე ვიმგზავრეთ, რომ გზად გადაულახავი პრობლემა არ შეგვქმნია.“

ბირგიტი მწერალია. მოგზაურობა კი სიამოვნებასთან ერთად, საქმის ნაწილიცაა: „თავისუფალი მწერალი [freelancer] ვარ, გზად ჩემთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობებზე ვწერ და საკუთარ ბლოგზე ვაქვეყნებ. რაბათზე აუცილებლად დავწერ, ორი უდიდესი რელიგიის თანაცხოვრებამ ერთ სივრცეში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქედან ვარძიაში მივდივართ.“

ცოლ-ქმარი გერმანიის ქალაქ შტუტგარტიდანაა. საქართველომდე, უკვე გამოიარეს ავსტრია, იტალია, სლოვენია, ხორვატია, ბოსნია, მონტენეგრო, საბერძნეთი და თურქეთი.

რაბათის გავლით ნეპალში
ბირგიტის და რალფის მარშრუტის რუკა


შემდეგი დიდი გაჩერება ბაიკალის ტბაა რუსეთში, ახალციხიდან 6 000 კილომეტრის დაშორებით. რვათვიან მოგზაურობაში, საბოლოო წერტილამდე მისასვლელად, მათ კიდევ უნდა გაიარონ მონღოლეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი და ინდოეთი. ამ გზის ბოლოს კი ნეპალია - ბირგიტისა და რალფის ოცნების ქვეყანა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2018 პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]

24.09.2018 წინუბნის აბანოები - უფუნქციოდ დარჩენილი ტურისტული პოტენციალი [Photo/Video]

24.09.2018 ახალციხელი სპორტსმენის მორიგი გამარჯვება კიევში

24.09.2018 ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.09.2018 ‘შორეთობა’ – ქართველების და ბერძნების საერთო დღესასწაული [Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რომელ ქვეყნებში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები
ახალციხეში ”ოცნების” აქცია მიმდინარეობს
პოლონეთსა და სამცხე–ჯავახეთში მოქმედმა NGO-ებმა შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს
რას გიმზადებთ 2016 წელი - სრული ატსროლოგიური პროგნოზი
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
ახალციხეში ჯერ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პლაკატებია გაკრული
'სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის'