FM97.5 / LIVE

ახალციხეში უმცირესობის თემებზე მომზადებული ფილმები აჩვენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2018
ახალციხეში, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემებზე, TDI–ის მიერ მომზადებული ფილმები აჩვენეს. ვიდეოჩვენების შემდეგ, უმცირესობის პრობლემების შესახებ დისკუსია გაიმართა.

ახალციხეში უმცირესობის თემებზე მომზადებული ფილმები აჩვენეს

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ვიდეოჩვენება დღეს, 15 მაისს გაიმართა.

"მრავალფეროვანი სახეები" ადგილობრივებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა(TDI) გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფილმმა, "პოლონელი მღვდელი სამცხიდან". ფილმში სასულიერო პირი თავად საუბრობს, როგორ მოხვდა საქართველოში და რატომ გადაწყვიტა ამ ქვეყანაში დარჩენა. როგორც თავად ჰყვება, დაახლოებით სამი წლის წინ, სოფელ არალში მოხვედრილა, მას შემდეგ კი აქ მსახურობს. გაუჭირდა ქართული მენტალიტეტის მიღებაც, თუმცა ადგილობრივების მიმართ ქებას არ იშურებს: "უამრავი ტანჯვის მიუხედავად, აქაური ხალხი, მაინც ძლიერია რწმენაში. ჩემთვის, ეს ხალხი მაგალითია", – ამბობს ფილმში სასულიერო პირი.

ფილმების ჩვენებას, ახალციხის გარდა, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ესწრებოდნენ. მათთვის არც ფილმი "ოქტაი" იყო ინტერესს მოკლებული, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ოქტაი კაზუმოვი ქართული ენის სიყვარულსა და "ვეფხისტყაოსნის" მიმართ ინტერესზე საუბრობს.

"როცა ზოგი ქართველი კაცი გვიყურებს, ის ჩვენში მოსიარულე სექს–თოჯინებს ხედავს", – ასე იწყება კიდევ ერთი ფილმი, სახელწოდებით "ნიგერიელი გოგო თბილისში". იგი შარონ ოლოვოიოა, რომელიც უკვე სამი წელია თბილისში სწავლობს და თავის ყოველდღიურობად ქცეულ პრობლემებზე გვიყვება.

დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა ერთ–ერთი ფილმის გმირი – ჰურიე. იგი აღმსარებლობით მუსლიმია – "ამ ვიდეოში საქართველოში არსებულ რელიგიურ პრობლემებზე ვსაუბრობ. მე პირადად, ყველაზე მეტად იმის თქმა მსურდა, რომ ვარ ქართველი, მაგრამ ვარ სხვა რელიგიის წარმომადგენელი", – ამბობს ჰურიე აბაშიძე.

ფილმების ჩვენების შემდეგ, ადგილობრივებმა TDI-ს დირექტორ ეკა ჭითანავასთან და ჰურიე აბაშიძესთან ერთად დისკუსია გამართეს. მათ რელიგიურ და ეთნიკურ დისკრიმინაციაზე იმსჯელეს.

"ვფიქრობთ, რომ ამ ფორმით ნაამბობი უფრო გასაგებია. მისი მიზანია საზოგადოება სენსიტიური გახდეს უმცირესობების მიმართ, საინტერესო დისკუსია შედგა", – ამბობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორი, ეკა ჭითანავა.

TDI–ს მულტიმედიური პლატფორმის "მრავალფეროვნების სახეები" ფარგლებში, დღეს ხუთი ფილმი აჩვენეს: "ჰურიე", "ბიბლია ჟესტების ენაზე", "პოლონელი მღვდელი სამცხედან", "ნიგერიელი გოგო თბილისში" და "ოქტაი".

TDI პროექტის, "მრავალფეროვნების სახეების" ფარგლებში, მთელს ქვეყანაში მოგზაურობს და დოკუმენტური ვიდეოებით საზოგადოებას ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ესაუბრება.

ახალციხეში უმცირესობის თემებზე მომზადებული ფილმები აჩვენეს

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2019 ნალექი და ქარი 19 თებერვლამდე შენარჩუნდება

17.02.2019 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16.02.2019 საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]

16.02.2019 რაგბის მატჩი 'ტაოსა' და 'კოლხ რაინდებს' შორის არ შედგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

TDI ახალციხეში უმცირესობების შესახებ დოკუმენტურ ვიდეოებს აჩვენებს
დოკუმენტური ფილმის „რა ვიცი...“ ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
"აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე
აუტიზმის მსოფლიო დღეს ახალციხეში დისკუსია გაიმართა [Video]