FM97.5 / LIVE

ვალეში კომპანიამ ტერიტორია ისე დატოვა რომ ბაღებზე გაჭრილი გზა არ აღადგინა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.05.2018
შპს "ბესტმა" ვალეში მდინარე "ფოცხოვზე" ნაპირსამაგრი სამუშაოები, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე შეწყვიტა, ტერიტორია კი ისე დატოვა, რომ ადგილობრივების ხეხილის ბაღებში გაჭრილი გზა არ აღადგინა.

ვალეში კომპანიამ ტერიტორია ისე დატოვა რომ ბაღებზე გაჭრილი გზა არ აღადგინა

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სამშენებლო კომპანია "ბესტმა" ვალეში, სამუშაოები გეოლოგების დასკვნის საფუძველზე შეწყვიტა, რომლის მიხედვითაც, სანაპირო ჭაობიანია. შესაბამისად, სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი იყო.

"ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა ჩატარდა და სამუშაოები ვეღარ გაგრძელდებოდა. ახალ პროექტს შევადგენთ და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ნაპირსამაგრ სამუშაოებს, ახალი ტენდერით გამოვლენილი კომპანია გააგრძელებს", – განმარტავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დაპირების მიუხედავად, სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, კომპანიამ "ბესტმა", ორი თვის წინ, მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო, ვალის ხეხილის ბაღებში დაზიანებული გზა არ აღადგინა.

"გზას სერიოზული არაფერი სჭირდა, არც მოსახლეობას აღარ ჰქონდა პრეტენზიები მის აღდგენაზე, ამიტომ კომპანიამ ტერიტორია დატოვა", – განმარტავენ ახალციხის მერიაში.

სამშენებლო კომპანია "ბესტთან" დაკავშირებას "სამხრეთის კარიბჭე" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის კომპანია "ბესტს", ახალციხის მერიის ტენდერი 227 076 ლარად ჰქონდა მოგებული. "ბესტი" გასული წლის ნოემბრიდან, მდინარის ნაპირზე ბაღებისა და ნათესების დატბორვისგან დასაცავად, გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

მიმდინარე წლის, 26 მარტის დილას ვალეში მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ბაღში გზა იყო გაჭრილი და ვაშლისა და ჭანჭურის ხეები დამტვრეული. კომპანია "ბესტმა" აქ ნაპირსამაგრ სამუშაოებს შესრულებისას ბაღებში სატვირთო მანქანები ისე შეიყვანა, რომ ადგილობრივები არ გააფრთხილა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

17.09.2018 ახალციხის სკოლებში 368 პირველკლასელი მიიღეს [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2018 გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ

18.09.2018 ორსაუკუნოვანი ევროპული სახლები ახალციხეში [Photo/Video]

18.09.2018 ‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება

18.09.2018 ახალციხეში ‘სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობის’ კვირეული დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში ხეხილის ბაღებზე გაჭრილი გზა მშენებელ კომპანიას არ აღუდგენია
ახალციხის მერიამ ვალეში ბაღებზე გზის გაჭრის საქმის შესწავლა დაიწყო
ვალეში, ადგილობრივების ბაღებზე, კერძო კომპანიამ სატვირთო მანქანებისთვის გზა გაჭრა
მდინარე ოთის კალაპოტის რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება
ვალეში გაფიცულებთან კომპანია დათმობებზე მიდის – ახალი შეთავაზება
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ფერხდება
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება