FM97.5 / LIVE

რაბათში კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2018
ახალციხის ციხეზე, კალათბურთის რეგიონული ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა. ერთმანეთს 12–16 წლის ვაჟებისა და გოგონების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულმა გუნდებმა ანაკლიის საგზური მოიპოვეს.

რაბათში კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა

დღეს, 15 მაისს, კალათბურთის ფინალურ თამაშში ერთმანეთს მუნიციპლაური ტურნირის გამარჯვებულები: ვაჟებში ახალციხისა და ბორჯომის, ხოლო გოგონებში ბორჯომისა და ნინოწმინდის გუნდები დაუპირისპირდნენ.

დაძაბული მატჩების შემდეგ, გამარჯვება გოგონებში – ნინოწმინდის, ვაჟებში კი ბორჯომის გუნდებმა მოიპოვეს.

ბორჯომელმა მოთამაშეებმა ახალციხელები ანგარიშით 10:9 დაამარცხეს.

ბორჯომის გუნდიდან გამორჩეული იყო გიორგი სტეფანიძის თამაში. როგორც ამბობს, მისი სამომავლო მიზანი NBA-ში მოხვედრაა: "უძლიერესი მეტოქე გვყავდა, დიდი ხანია ამ თამაშისთვის ვემზადებოდით. გამარჯვებით ბედნიერი ვარ, გრძნობები უსაზღვროა", – ამბობს 16 წლის სპორტსმენი.

ფინალურ მატჩამდე მისაღწევად, რთული გზის გავლა მოუხდა ახალციხის გუნდსაც. "მუნიციპალურ ტურნირში ერთ–ერთმა გუნდმა დიდი კონკურენცია გაგვიწია. დღეს კი ყველაზე ძლიერ მეტოქესთან, ბორჯომთან დავმარცხდით და გულდაწყვეტილი ვარ. თუმცა მომავალ წელს უკეთ ვითამაშებთ", – განმარტავს ახალციხელი დათო ყავრელიშვილი.

მატჩის დასრულების შემდეგ, ახალციხის გუნდის მწვრთნელმა, ბადრი ასპანიძემ მსაჯი გააკრიტიკა. მისი აზრით, ქულა რომელიც მეტოქეს ჩაეთვალა, სადავო იყო და მსაჯი დაუდევრად მოიქცა.

კალათბურთის ტურნირი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში მოეწყო. ტურნირში ქვეყნის მასშტაბით, 4 000 მოზარდი მონაწილეობს.

ახალციხეში, რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები, ანაკლიის ბანაკში გაემგზავრებიან და ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებენ.

რაბათში კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტის პირველობაზე კალათბურთში  ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში კალათბურთის ტურნირი გრძელდება
ახალციხეში კალათბურთის ტურნირი დაიწყო
ახალციხეში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის და შაშის ტურნირი მოეწყო
კალათბურთში პირველი ადგილი ბორჯომისა და ნინოწმინდის სკოლების გუნდებმა დაიკავეს
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
რომელი გუნდი გახდა ახალციხეში კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული