სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

მთავარისიახლე, სამართალი 15.05.2018
ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის მქონე, განრიდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ მათთვის საინტერესო ბიზნეს პროექტზე დაფინანსება მიიღონ.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ბიზნეს იდეების საგრანტო კონკურსით დაინტერესებული პირებისათვის, ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში 16 მაისს, 16:00 საათზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდაა".

კონკურსის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებს: ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის მქონე, განრიდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, საშუალება ექნებათ წარადგინონ მათთვის საინტერესო ბიზნეს პროექტი და გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსება 1000 ევროს (ექვივალენტი ლარში) ოდენობით მიიღონ.

გრანტები ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გაიცემა, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე არასასოფლო–სამეურნეო სფეროების გაძლიერებისათვის. გრანტის გაცემის პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცემათ ბიზნესის დაწყება–განვითარებისათვის საჭირო ინვენტარი და/ან საშუალებები.

კონკურსის პირველ ეტაპზე, შერჩეული ბიზნეს იდეების ავტორები გაივლიან ბიზნეს-პროექტების წერის ტრენინგს, რომლის შემდეგაც, ექნებათ ბიზნეს გეგმების წარმოდგენის საშუალება.

წარმოდგენილი ბიზნეს გეგმებიდან, სპეციალური კომისია, წინასარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, საუკეთესოებს შეარჩევს.
ორგანიზატორების განმარტებით, საბოლოოდ, 70-მდე ბიზნეს პროექტი დაფინანსდება.

ახალციხეში, შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

საკონტაქტო ინფორმაცია: 592 92 64 64

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

03.05.2018 2018 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

19.05.2018 'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება

18.05.2018 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [Photo]

18.05.2018 ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება
ახალგაზრდებს ბიზნეს იდეების განვითარების ღონისძიებაზე იწვევენ
ტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის
იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
ბიზნესით დაინტერესებულ ქალებს ტრენინგი ჩაუტარეს
სამეწარმეო სწავლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში  [R]
ახალციხეში ქალებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა