FM97.5 / LIVE

ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.05.2018
ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების კომპანია მეორე დღეა სასმელი წყლის მილის შეკეთებას ცდილობს. სამუშაოების გამო, გზის სავალ ნაწილზე ორმოა ამოთხრილი და მოძრაობას აფერხებს.

ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა

ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გზაზე ამოთხრილი ორმო, სავალ ნაწილს ავიწროებს და მანქანებს გადაადგილებაში ხელს უშლის. მათივე განმარტებით, წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები დაგვიანებით, ხუთი დღის შემდეგ დაიწყო.

"ხუთი დღის განმავლობაში, დაზიანებული მილიდან წყალი ასფალტზე ამოდიოდა, არავინ მოსულა მის შესაკეთებლად, ასეთი არაფერი მინახავს. წყალი მთელს ქუჩაზე იღვრებოდა“, – ამბობს ქუჩის მცხოვრები ასია თალაკვაძე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მილის შეკეთება 14 მაისს დაიწყო. მათი განმარტებით, იმის გამო, რომ მოსახლეობას წყლით მომარაგებაში ხელი არ შეეშალოს, სამუშაოები დღეს, 15 მაისს, საღამოს 18:00 საათის შემდეგ განახლდება და დღის ბოლომდე დასრულდება – "გუშინ გათხარეს და დღის ბოლომდე შეაკეთებენ" – ამბობენ კომპანიაში.

ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე, ექვსჯერ შეკეთებული მილიდან წყალი ისევ ჟონავს
ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, სასმელი წყალი ასფალტზე გადმოდის
ორბელიანის ქუჩაზე დაზიანებული მილი შეაკეთეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
გევორქიანები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას ითხოვენ
ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა
წყლის მილის დაზიანების გამო ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩა გადაკეტილია