FM97.5 / LIVE

ადიგენის მერია ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.05.2018
ადიგენის მერიის წარმომადგენლებმა, სოფელ ჩორჩნის სკოლამდე მისასვლელი გზა და ის სარწყავი არხი შეისწავლეს, საიდანაც დაბინძურებული წყალი სკოლის საპირფარეშოში ჩაედინება.

ადიგენის მერია  ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს

ადიგენის მერის მოადგილის, არსენ ბალახაშვილის თქმით, ჩორჩნის სკოლის ეზოში სარწყავი წყლის ბუნებრივი არხი გადის, რომელიც გასაწმენდია – "დაბინძურებული წყალი მოედინება და არხი გაიჭედა, შესაბამისად, ეს წყალი გადმოდის, ნაწილი საპირფარეშოში ჩადის ნაწილი კი სკოლის გზაზე მიედინება".

მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, გაჭედილ არხს ტექნიკით გაწმენდენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პრობლემა არ მოგვარდება და დაბინძურებული წყალი საპირფარეშოსა და გზაზე კიდევ გადავა, თვითმმართველობა წყლის მილებს დაამონტაჟებს.

"ჯერ–ჯერობით ყველანაირი დანახარჯის გარეშე, ტრაქტორით შევეცდებით პრობლემის მოგვარებას, თუ არაფერი გამოვიდა, თანხებს გამოვყოფთ ბიუჯეტიდან და სისტემას დავამონტაჟებთ", – გვიხსნის ადიგენის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

რაც შეეხება, სკოლაში მისასვლელ გზას, რომელიც წყლის გამო ატალახებულია, არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ არხის პრობლემის მოგვარების შემდეგ, გზაზე წყალი აღარ გადავა და არც ტალახი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩორჩანში არსებულ პრობლემებზე "სამხრეთის კარიბჭე" წერდა, მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ სკოლის ტუალეტის კანალიზაციას, ბუნებრივი არხით სოფლის კანალიზაციაც უერთდება, ამიტომ ტუალეტი პერიოდულად ისე ივსება, რომ შიგნით შესვლა შეუძლებელი ხდება.

ამასთან, ადგილობრივები სკოლაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციასაც ითხოვდნენ. მათი თქმით, ტალახის გამო, ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ – "როცა წვიმს, ბავშვს ფეხსაცმლით სკოლაში ვერ ვუშვებ, წვიმის წყალს გზაზე კანალიზაციის არხიდანაც ერევა წყალი და თუ "ვალინკები" არ ჩავაცვი ეზომდეც ვერ მივა".

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაზიანებული კედლები, ტუალეტი და ღობე – ჩორჩანში სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ
ჩორჩნის სკოლის ეზოში ჩამავალი საკანალიზაციო არხი გაიწმინდა
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
სოფელ  ჩორჩნის სკოლის  ეზო და საპირფარეშო  მოწესრიგდა
სკოლა წყლის გარეშე