FM97.5 / LIVE

ვეტერანები უზენაეს სასამართლოში ჩივიან

მთავარისიახლე, სამართალი 15.05.2018
ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17–ში შესახლებული ვეტერანები, მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს ამბობენ და სააპელაციოს შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ჩივიან.

ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან

ვეტერანების ადვოკატმა კახა მათოშვილმა სარჩელით უზენაეს სასამართლოს უკვე მიმართა. მისი თქმით, სასარჩელო მოთხოვნა, მერიის მხრიდან ვეტერანებისათვის, ისეთი ალტერნატიული ფართის შეთავაზებაა, სადაც უპრობლემოდ იცხოვრებენ. ადვოკატი განმარტავს, რომ მერიამ ვეტერანებს უკვე სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა ზოგი მათგანი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება, ზოგან კი საცხოვრებლად ვარგისი პირობები არ არის.

"მაგალითად, ვალეში კერძო პირების სახელზე ყოფილა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ახალციხეში კი საცხოვრებლად ცუდი პირობებია, ამიტომ არ უნდათ ამ შემოთავაზების მიღება", – ამბობს ადვოკატი კახა მათოშვილი.

უზენაეს სასამართლოს, ვეტერანების სარჩელი წარმოებაში ჯერ არ მიუღია. დაიწყებს თუ არა საქმის განხილვას მესამე ინსტანციის სასამართლო, ადვოკატმა არ იცის.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ვეტერანების სკოლის ყოფილი შენობიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, ახალციხის მერიამ სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რაზეც ვეტერანებმა უთხრეს, რომ მოიფიქრებდნენ და გადაწყვეტილებას აცნობებდნენ. თუმცა უზენაეს სასამართლოში საქმე ისე გაასაჩივრეს, რომ მერიისთვის საბოლოო გადაწყვეტილება არ უთქვამთ.

"ჯერ კიდევ ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ვეტერანები, ალბათ გვეტყვიან", – ამბობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გადასცა.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. თუმცა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციომაც ძალაში დატოვა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების საქმე სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღი
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა