FM97.5 / LIVE

რას ყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულები

მთავარისიახლე, სამართალი 14.05.2018
დღეს, 14 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, თურქული ბარის საქმეში ბრალდებულებმა ჩვენება მისცეს. სამივე მათგანმა რვა ნოემბრის ღამეს მომხდარი დეტალურად გაიხსენა.

რას ყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულები

სასამართლოში დაკითხვისას სამივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2017 წლის რვა ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში რესტორან „რაბათში“ მეგობრის დაბადების დღე აღნიშნეს, შემდეგ ქალაქში მანქანით ისეირნეს, ბოლოს კი, დაახლოებით, 02:00 საათზე ყავის და ჩაის დასალევად საბარგო სადგურზე მდებარე ბარში შევიდნენ. მანამდე კი ქალაქში „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე მაღაზიაში სიგარეტი იყიდეს.

„ბარში პირველი მე და ი.ბ შევედით, შიგნით ვინც დაგვხვდა მივესალმე, მაგრამ აგრესიულად მიპასუხეს. ყურადება არ გავამახვილე. შემდეგ ტელეფონით ვსაუბრობდი და სარკესთან მივედი. რომ შემოვტრიალდი, ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა, ქალი ყვიროდა. მივუახლოვდი და ამ ქალბატონს ვუთხარი, რატომ ყვირიხართ ჩაის დასალევად მოვედით და თუ არ არის ადგილები გავალთ–მეთქი“, – იხსენებს ერთ–ერთი ბრალდებული გ.კ.

მისი თქმით, როგორ დაიწყო ინციდენტი ბარში არ დაუნახავს: „რომ მივტრიალდი მაგიდასთან იდგა ჩემი მეგობარი ლ.ბ. და იქ ერთი ქალი გიჟს ჰგავდა, თურქულად იგინებოდა. მე ვეუბნებოდი, რომ დაწყნარებულიყო. ამ დროს მესროლა საფერფლე, ნასვამი იყო. კაცსაც ეჭირა ხელში საფერფლე და ლ. ბ–ს ურტყამდნენ, ერთ–ერთ მათგანს სკამი ეჭირა ხელში და გამოვართვი. საფერფლეებთან ერთად დავინახე ლუდის ჭიქებსაც ისროდნენ. ჩემი მეგობრები თავს იცავდნენ და მათ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ“.

იგივე განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ი.ბ–მაც. მისივე თქმით, მათ ბარში შესვლისას განუცხადეს, რომ იქ ქართველების შესვლა არ შეიძლებოდა და შენობა უნდა დაეტოვებინათ: „ძალიან მალე დაიწყეს ჩხუბი საფერფლე და სკამები მიფრინავდნენ და მოფრინავდნენ, მივიხედე, რომ ლ.ბ–ს ქალები კისერზე შემოახტნენ და ურტყამდნენ, სახე ჩამოხეული ჰქონდა“.

მისივე თქმით, იგი ბარიდან გ.კ–სთან ერთად ისე გამოვიდა, რომ ინცინდენტში არ ჩართულა. ლ.ბ. კი ბარში მყოფი ქალებისა და თურქი მოქალაქეების თავდასხმას იგერიებდა.

„ბარში ნაცნობი გოგო ვნახე, ვესაუბრებოდი სიგარეტი მოვწიე და ჩემს უკან მაგიდაზე „ბიჩოკი“ ჩავაგდე იმ მაგიდაზე, რომელთანაც თურქი ქალი და კაცი ისხდნენ, მაგრამ თავის დაქნევით ბოდიში მოვუხადე, მიუხედავად ამისა მაინც გაღიზიანდნენ, ყვირილი და გინება დაიწყეს. ამას აყვნენ ქალები და მეპატრონეც“, – იხსენებს რვა ნოემბრის ღამეს მომხდარს ლ.ბ. და ირწმუნება, რომ მას ბარში არავისთვის დაურტყამს და მხოლოდ თავდამსხმელების მოგერიებას ცდილობდა.

მისი ჩვენების მიხედვით, სამივე ახალგაზრდა ბარიდან უკვე გამოსული იყო, როცა შენობასთან პოლიციის მანქანები გამოჩნდნენ: „ჯერ ერთი „პიკაპი“ მოვიდა მერე მეორეც. რომ გვკითხეს ვუთხარით რაც მოხდა ბარში და ასე თქვეს, ამითი დედა ვატირე, სულ აქ როგორ უნდა ხდებოდეს ასეთი რაღაცეებიო“.

ბრალდებულების თქმით, იმ ღამეს ისე გადაიყვანეს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, მათთვის არავის უთქვამს, რომ დაკავებულები იყვნენ.

„იქ რომ მივედით დაგვკითხეს, სამი საათის შემდეგ კი გვითხრეს რომ ხულიგნობის მუხლით ვიყავით დაკავებულები. არც იმის საშუალება მოგვცეს ახლობლებისთვის დაგვერეკა და გვეთქვა სად ვიყავით“, – ამბობს ბრალდებული ი.ბ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს სამი ბრალდებულის დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. პროცესზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ–ერთ თურქულ ბარში მოხდა.ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.ბ–მ, გ.კ–მ, და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[ლუბა გიორგაძე– ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულების პროცესზე  ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
თურქული ბარის საქმეზე სამ ახალგაზრდას განაჩენი გამოუტანეს
რას ყვებიან თურქულ ბართან დაკავებულების საქმეზე თურქეთის მოქალაქეები
თურქული ბარის საქმეზე ექიმები და გამომძიებლები დაკითხეს