სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ახალციხელი სტუდენტების შეფასებები [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2018
რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ და იზიარებენ თუ არა იმ აქციის შინაარს, რომელიც რუსთაველის გამზირზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ახალციხელი სტუდენტების შეფასებები [Video]
ქვეყნის დიდი ქალაქებიდან ახალგაზრდები, მთელი დღის განმავლობაში უერთდებოდნენ პარლამენტის წინ შეკრებილებს. მათ შორის იყვნენ სტუდენტები გურიიდან, აჭარიდან, ქუთისიდან და ზუგდიდიდან.

იყვნენ თუ არა მათ რიგებში ახალციხელი ახალგაზრდები და რას ამბობენ ისინი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე, ნახეთ „სამხრეთის კარიბჭის“ გამოკითხვა.



„ბასიანიდან“ პარლამენტამდე – მოვლენების ქრონოლოგიური განვითარება


• 12 მაისის ღამეს, დაახლოებით პირველ საათზე, სამართალდამცავებმა კლუბებში, „ბასიანსა“ და „მტკვარზე“, სპეცოპერაცია დაიწყეს, მიზეზად შსს–მ ნარკორეალიზატორების დაკავება დაასახელა. პარალელურად კლუბში შეკრებილი ათობით ადამიანიც დააკავეს.

• მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა, რომელიც რვა ნარკორეალიზატორის დაკავებას იუწყებოდა.

• სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბრალდებული რვა პირიდან, არცერთი კლუბში არ დაუკავებიათ.

• სპეცოპერაციის საპასუხოდ, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“, 18 სხვა ორგანიზაციასთან ერთად აქცია, სახელწოდებით „შენი თავისუფლებისთვის“ დააანონსა. აქციაზე პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომას და ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვდნენ.

• აქციის მეორე დღეს, პარალელურად, სხვადასხვა ნეონაციონალისტურმა დაჯგუფებებმა კონტრაქცია გამართეს. მათ შორის იყო „ქართული მარშიც“.

• აქცია 12 მაისის შუა ღამეს დაიწყო და გუშინ, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ დასრულდა. გიორგი გახარია აქციაზე სიტყვით გამოვიდა და შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

• პარლამენტის წინ შეკრებილებს, აქციის დასრულებამდე ბექა წიქარიშვილმა მიმართა: „ერთკვირიან ვადას ვიღებთ და მინისტრის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში, სამუშაო ჯგუფში ვიმუშავებთ და დავაკვირდებით. თუ მათი შემოთავაზებები რეალური და განხორციელებადი არ იქნება, შაბათს საპროტესტო აქციებს განვაახლებთ“. – აქცია 13 მაისის ღამეს დასრულდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

03.05.2018 2018 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

19.05.2018 'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება

18.05.2018 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [Photo]

18.05.2018 ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
გამოკითხვა: როგორ აფასებთ 12–13 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს? [Video]
თბილისში განვითარებული მოვლენები – NGO-ების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს