სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი დაამტკიცეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.05.2018
ოთხი თვის შემდეგ, ახალციხის საკრებულომ დაამტკიცა განრიგი, რომლის მიხედვითაც დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი დაამტკიცეს

შეხვედრების განრიგი ახალციხის საკრებულოს 33–ვე დეპუტატთან ინდივიდუალურადაა შედგენილი, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შესაძლოა, შეხვედრების დრო შეიცვალოს კიდეც.

„თუ რომელიმე დეპუტატი განრიგის მიხედვით შეხვედრის ჩატარებას ვერ შეძლებს და დროს შეცვლის, იგი ამის შემსახებ ახსნა–გამარტებით მაცნობებს. დეპუტატთან შეთანხმებითვე გაიწერება ხელახლა მოსახლეობასთან შეხვედრის დრო და ადგილი“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელნა ნოზაძე.

მისი თქმით, შეხვედრებს თავადაც დაესწრება: „გააჩნია რა საკითხები იქნება განსახილველი. დაგეგმილი თემების მიხედვით შეხედრებზე იქნებიან სხვა თანამშრომლებიც. მაგალითად თუ ინფრასტრუქტურულ საკითხებს განიხილავენ ინფრასტრუქტურის სპეციალისტები და ა.შ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოქალაქეებთან შეხვედრების განრიგის შესახებ ბრძანება საკრებულომ სამ აპრილს მიიღო.

დეპუტატების ერთ–ერთი მოვალეობა, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან პერიოდული შეხვედრაა. თუმცა, საკრებულოს პირველი შეკრებიდან სამი თვის განმავლობაში დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ ჰქონდათ გამართული.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

17.07.2018 ახალციხეში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთება დაიწყეს

17.07.2018 ფოტოკონკურსი 'ჩემი თვალით დანახული სამყარო'

16.07.2018 ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘გრაფიკი რა საჭიროა’ – მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი ყველა საკრებულოს არ დაუმტკიცებია
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
საკითხი, რაზეც ყოფილ თავმჯდომარეს ედავებოდნენ, ახალს 6 თვის შემდეგ გაახსენდა
საკრებულოს სხდომაზე ‘სამხრეთის კარიბჭეს’ დეპუტატები დაუპირისპირდნენ
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს