FM97.5 / LIVE

შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 14.05.2018
გიორგი გახარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებსაც მოსთხოვა ბოდიშის მოხდა იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

გიორგი გახარიამ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის წინ მიმართა. მინისტრმა ბოდიში მოიხადა იმ სამართალდამცველების სახელითაც, რომლებმაც "ბასიანის" და "გალერის" სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს.

"უკვე მეორე დღეა, თქვენი გამოხატვის თავისუფლებას ხელი არ შეშლია. ასევე იცით, რომ დღეს აქ თითოეული პოლიციელი ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განმარტებით, ის ხვალ, 14 მაისს დილის 10 საათზე აქციის წარმომადგენელბს შეხვდება და ყველა საკითხს განიხილავს მათთან ერთად.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აქციების გამართვა შაბათამდე შეწყდება, მანამდე კი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

[sknews.ge]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
აქციის ორგანიზატორებმა გახარიას გადასადგომად ვადა, ორ საათამდე მისცეს
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა
შს მინისტრი:’ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი’
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა
თბილისში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია