სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კვირიკაშვილი:' კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.05.2018
"ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა საკუთარი აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ", – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილი:' კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა'
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირკაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები.

პრემიერმა აქციის ორივე მხარეს მდგომებს მიმართა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობდნენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა საზოგადოებას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის ციცოხცლე შეეწირა”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ აქციაზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა საჯაროდ მიმართა ხელისუფლებას, რათა პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა.

პრემიერს ბრიფინგზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.

რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციების სერია, მეორე დღეა გრძელდება. ახალგაზრდები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პოლიციამ კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი”, სპეცოპერაცია ჩაატარა და რვა ნარკორეალიზატორი დააკავა.აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

[sknews.ge]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

25.05.2018 სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს

25.05.2018 ასპინძაში 200–მდე ხის ნერგი დარგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ
შს მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება