სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.05.2018
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

მთავრობის მეთაური ბრიფინგს 21:00 საათზე გამართავს.

დღევანდელ აქციაზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა საჯაროდ მიმართა ხელისუფლებას, რათა პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა.

"თუ პოლიცია არ დაგვიცავს, გვაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ჩვენ თავად დავიცვათ საკუთარი თავი, – განაცხადა აქციაზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ერთსაათიანი ვადა მისცეს, რათა მათ დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ რადიკალურ ზომებს მიმართონ.

სამართალდამცავებს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციების სერია, მეორე დღეა გრძელდება. ახალგაზრდები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პოლიციამ კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი”, სპეცოპერაცია ჩაატარა და რვა ნარკორეალიზატორი დააკავა.აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.


[sknews.ge]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

25.05.2018 სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს

25.05.2018 ასპინძაში 200–მდე ხის ნერგი დარგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
კვირიკაშვილი:' კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა'
პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს
კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ
შს მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება