სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.05.2018
რუსთაველის გამზირზე ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან გრძელდება "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია. გზის საპირისპირო მხარეს კი კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც ცხრა აპრილის მემორიალთან მისვლას და სანთლების დანთებას ითხოვენ.

რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
ფოტო :on.ge

პარლამენტის შენობის წინ დაძაბულობაა. კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა არ გადაუშვეს. პოლიციელები საავტომობილო გზის გასწვრივ იმყოფებიან და კორდონი აქვთ გაკეთებული.

დაძაბულობის დროს რამდენიმე პირიც დააკავეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე აქციას აპროტესტებენ და როგორც ისინი აცხადებენ, ითხოვენ 9 აპრილის მემორიალთან გადასვლას და სანთლების დანთებას აპირებენ.

მათი თქმით, გაღიზიანება გუშინ 12 მაისს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციაზე, ცხრა აპრილის მემორიალზე მოცეკვავე აქციის მონაწილეებმა გამოიწვია.

გოგონამ, რომელიც მემორიალზე ცეკვავდა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მისი ქმედება საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო.

ამ დროისთვის პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ სამართალდამცველებმა კონტრაქციის ერთ–ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა დააკავეს.

თბილისში, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციების სერია, მეორე დღეა გრძელდება. ახალგაზრდები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პოლიციამ კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი”, სპეცოპერაცია ჩაატარა და რვა ნარკორეალიზატორი დააკავა.აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

[sknews.ge]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

17.07.2018 ახალციხეში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთება დაიწყეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ
პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს
კონტრაქციის  ორგანიზატორი  გიორგი გაბედავა დააკავეს
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
კვირიკაშვილი:' კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა'